51-სიკვდილმა თქვა :ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დაბრალდესო.
52-სიტყვის თქმა რომ გინდოდეს ჯერ გამგონი გასინჯეო.
53-სიყვარული ვარდს ეძებს, ეჭვი-ეკალსაო.
54-სხვისა გიჟი სასაცილოა, თავისი კი-სამარცხვინოო.
55-სხვის ცხენზე შემჯდარი მალე ჩამოვარდებაო.
56-ტკაცატკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა ჩანსო.
57-ტუჩით მკოცნის, ენით მკბენსო.
58-ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენო.
59-ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო.
60-უძაღლო ქვეყანაში ძაღლს აყეფებდნენო.
61-ქაჩალი თვს არ მოიფხანს, თუ მოიფხანს-მოიგლეჯსო.
62-ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულერთიაა მაინც აღარ გათენდებაო.
63-ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო.
64-ყველა თავის ბედის მჭედელიაო.
65-ყველაფერი დროს ელის, დრო კი არაფერსაო.
66-ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო.
67-ჩემს სიცოცხლეში სულ რომ სახლი ვაგო, სინ როდისღა შევიდეო?.
68-ცალი ხელით თაში არ დაიკვრებაო.
69-ხაფანგში გაბმულმა მელამ თავი მოიმზინარა -სიზმარიაო.
70-ხეს ძირში ჭრიდნენ ფოთოლი არ ჩამოსცვივდესო.
71-ხარბის თვალს მიწა გააძღობსო.
72-წყალსი დამხჩვალი წყლისკენ მიიწევსო.
73-ცხენიდან ჩამოვარდნილს ვირიც არ შეისვავსო.
74-შენი კარი გააღე სხვისიც ღია დაგხვდებაო.
75-ურმერთო ქუხილს გაიგონებს, ღმერთსაც მასინ მოიგონებსო.