სხვა რა არის სიყვარული? 2012, 30 ივლისი, 12:20 რა არის სიყვარული?_რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს, რომელიც უძველესი, უახლესი და მსოფლიო მოვლენაა.ზოგი ფიქრობს, რომს სიყვარული მარადიულია ზოგიც ფიქრობს რომ ის საყვარელ ადამიანთან ერთად კვდება.ასეთი ადამიანები ხომ დიდ ცოდვას ჩადიან როცა ამბობენ სიყვარული კვდებაო? ის ვინც მართლა გიყვარს შენთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება.ადამიანებს უყვართ არა საჭიროებისთვის არამედ ბედნიერებისათვის რადგან სიყვარული ნივთი არ არის რომ დაგჭირდეს, ეს გრძნობაა რომელიც შენს სულს და ცხოვრებას ალამაზებს .მაგალითად განა ადამიანებს ერთმანეთი სილამაზის გამო უყვართ?არამედ იმიტომ რომ ისინი მათ სამყაროს ალამაზებენ.სიყვარული თამაშია სადაც რომელშიც ვიღაც აუცილებლად ტყუის, მაგრამ დედის სიყვარული რომელსაც ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილი ფორმა ჰქვია არასოდეს ტყუის.კი მაგრამ როდის მოდის სიყვარული? როდესაც ლამაზ ადამიანს შეხედავ და ფიქრობ რომ შეგიყვარდა?არა ის არასოდეს გვეკითხება როდის მოდის და მიდის ის ხომ გონებაზე მაღლა დგას!რატომ უნდა დავუშალოთ სხვას სიყვარული?ეს ხომ ადამიანის სისუსტეებს შორის ყველაზე საინტერესო და საპატიებელია? არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ სხვის გრძნობებში და ვუსაყვედუროთ, ადამიანს რომ სიყვარულისთვის უსაყვედურო ეგ იგივეა რაც დაავადებულს ავადმყოფობისთვის..ეს ზუსტად ის ავადმყოფობაა რომელსაც ვერ განკურნავ და ის სახეობა რომელიც არც ჭკვიანს ინდობს და არც სულელს.სიყვარული რომ ვიგრძნოთ უნდა გავცეთ ის ვაგრძნობინოთ ყველას რადგან ყოველთვის გამოჩნდება ის ადამიანი რომელიც შეეცდება მის მოსპობას ხოლო საკმარისია განადგურდეს სიყვარული რომ დედამიწა სამარედ იქცევა..სიყვარული ერთადერთი ზღაპარია რომელიც არ იწყება სიტყვებით იყო და არა იყო რა, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.სიყვარული ეს მართლაც გასაოცარი გრძნობაა, მაგრამ ყველაზე საოცარია რომ ადამიანს შეუზლია სიკვდილი როცა უყვარს, 73 2-ს მოსწონს
|