1-ავი ცოლის ყოლასა ავი ძაღლის ყოლა ჯობიაო.
2-ამ ქვეყანაზე მხოლოდ პატიოსნება ლაპარაკობს უენოდო.
3-ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევი, წყალი ნაპირს გამოგრიყავსო.
4-არაკუნე კედელი, დაარიგე რეგვენიო.
5-ას ძმას ასი ცხვარი ბევრი ეგონაო.
6-ბარში რომ ჭკუა დაიკარგა, მთაში მოზებნეთო.
7-ბატონო ჩვენი ობოლი მოკვდაო.--შენმა მზემ, მე იმის გაჩენაც არ ვიცოდიო.
8-ბაყაყმა ფეხი აიშვირა, ნალი მეც დამაკარითო.
9-ბაძვა სჯობს შურსაო.
10-ბედის მორჩილი მონობაში მოკვდებაო.
11-ბედნიერთა მონაგები, უბედურთა წანაგებიო.
12-ბევრის მცოდნე ბევრჯელ შეცდებაო.
13-ბერი კაცი რომ ჭინაურს ისწავლის, საიქიოში დაუკრავსო.
14-ბრალის გადაბრალება ევადან დაიწყოო.
15-გამოუცდელ ანგელოზს გამოცდილი ეშმაკი ჯობიაო.
16-გამქცევიც და მდევარიც ორივე ღმერთს ეხვეწებაო.
17-გასათხოვარი ქალი მღერის, გათხოვილი-ტირისო.
18-გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი-შიგნიდანო.
19-გინდ უკუღმა დაჯექი, ოღონდ სწორად თქვიო.
20-გლახა ამპარტავანი ღმერთსაც სძულდა, კაცსაცაო.
21-გრძელ გზასაც ბოლო ექნებაო.
22-დედა იკითხე და კვიცი ისე იყიდეო.
23-დამალულმა ჭირმა კაცი მოკლაო.
24-დედაკაცი ღრმად იხედება, მამაკაცი-ფართოდო.
25-ენაგრძელი სულმოკლე იქნებაო.