ფილოსოფია 35 ფრაზა, რომელიც სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ 2019, 16 ოქტომბერი, 22:09 სიმშვიდე იმ ადგილზე ყოფნას არ ნიშნავს, სადაც ხმაური, პრობლემები და მძიმე სამუშაო არაა, სიმშვიდე ნიშნავს იყო ამ ყველაფრის შუა გულში და გული გქონდეს მშვიდად როცა რადიო ხმამაღალზეა, შენ კი რაიმე რთულსა და დამაბნეველზე დაფიქრება გჭირდება, ხმას დაბლა უწევ, ან სულაც რთავ. ზოგადად, ცხოვრებაშიც ასეა. ხმაური უნდა ჩაახშო, რათა კონცენტრირება შეძლო. საუბარია ხმაურზე, რომელიც გონებაში გვაქვს - მშფოთვარე ფიქრებზე, თითქოსდა, საღი აზრის გამოტანაში რომ გვეხმარებიან. რადიოსთვის ხმის დაწევა და სიწყნარე გონებას ფოკუსირების საშუალებას აძლევს. არც დაფიქრებულხარ, რატო ქმნის ეს ფაქტი ამხელა განხვავებას, უბრალოდ იცი, რომ ასეა. ახლა იგივე სტრატეგია ცხოვრებაში ყველანაირი ხმაურის მიმართ უნდა აამოქმედო და უნდა დაიწყო ხმაურით საკუთარ გონებაში. მართალია, ეს ისე ადვილი არაა, როგროც რადიოსთვის ხმის დაწევა, მაგრამ კარგი ამბავია, რომ გონების გაწვრთნა შესაძლებელია, თუ ამას საკუთარ თავს ყოველდღიურად შეახსენებ. ზოგი ამას მტკიცებულებას უწოდებს, ზოგი რწმენას ან მანტრას, მთავარია, რომ ყოველდღიური გამეორება, მშფოთვარე ცხოვრების პირობებშიც კი, სიმშვიდის შენარჩუნებასა და პროდუქტიულ აზროვნებაში გვეხმარება. ეს ფრაზები ფიქრებისთვის ერთგვარ მუჯლუგუნად გამოგადგება, რათა მშფოთვარე გონების დამშვიდება შეძლო: 1. ყველაფერი ორჯერ იქმნება - ჯერ გონებაში, შემდეგ რეალურად. ამიტომ დიდი ყურადღება მიაქციე ფიქრებს, რომლებსაც ირჩევ - მათ რეალობად ქცევა შეუძლიათ. 2. გარშემო არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რასაც შენი პროგრესისთვის ხელის შეშლა შეუძლია. მხოლოდ ნაბიჯის წინ გადადგმაა გჭირდება! 3. ღელავ და იღებ იმას, რაზეც ღელავ. შრომობ და იღებ იმას, რისთვისაც შრომობ. ეს ყველაფერი ზოგჯერ ისე მარტივია… 4. ნუ მისცემ ერთ ცუდ წუთს, კარგი წუთების მთელი წყების გაფუჭების უფლებას. ნუ მისცემ ყოველდღიურ უმნიშვნელო და უაზრო დრამებს შენი გატეხვის უფლებას. 5. ბედნიერება ნიშნავს - საკუთარ თავს უფლება მისცე, კარგად იყო იმით, “რაც არის”, და არა - გინდოდეს ის ან დარდობდე იმაზე, რაც “არ არის”. “რაც არის”, ეს ისაა, რაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს კიდეც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არც იქნებოდა. დანარჩენი - ეს შენ ხარ თვითონ, ცხოვრებასთან მოპაექრე. შეცვალე დამოკიდებულება და ყველაფერი გაივლის… 6. იმედგაცრუება და სტრესი შენი რეაქციებიდან წარმოიშობა და არა თავად ფატქებიდან. 7. გაიღიმე და იყავით პოზიტიური, არა იმიტომ, რომ ყველაფერი რიგზეა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფრის კარგი მხრიდან დანახვა შეგიძლია. 8. ტყუილი მანამ არსებობს, ვიდრე მისი გჯერა. სიმართლე კი ბოლოს ნამდვილად ათავისუფლებს. როდესაც ნეგარტიური აზრები ძალას მოიკრებს შენ გონებაში, საკუთარ თავს ჰკითხე: ნუთუ ეს სიმართლეა? შემიძლია 100% დარწმუნებული ვიყო, რომ ეს სიმართლეა? შემდეგ ტყუილს ნება მიეცი გაქრეს! 9. არცერთი წიგნია მხოლოდ ერთი თავი. არცერთი თავი ყვება მთელ ამბავს. არცერთი შეცდომა განსაზღვრავს, ვინ ვართ მთლიანობაში. განაგრძე იმ გვერდების გადაფურცვლა, რომლებიც უბრალოდ უნდა გადაფურცლო… 10. წარსულს არავითარი ძალაუფლება აქვს აწმყოზე. 11. ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავს წუწუნში გამოიჭერ, გაიხსენე, რომ ზოგი უბრალოდ ოცნებობს, შანსი მაინც ჰქონდეს იმ საქმიანობის, რომლის გამოც წუწუნებ. 12. ჩიხში ყოფნის შეგრძნება, მხოლოდ შეგრძნებაა და არა ფაქტი. ამიტომ ნურასდროს დაუშვებ, რომ ჩიხში ხარ. ცხოვრება ყოველ წუთს იცვლება და ეს შენც შეგიძლია. 13. ყოველ ვითარებაში საჭიროა სულ მცირე მზადყოფნა იმის აღიარებისთვის, რომ შესაძლოა არის რაღაც, რაც არ იცი და რასაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია. წადი ახალ ადგილებში, რამის სხვაგვარად გაკეთება სცადე და მოულოდნელად უთვალავი ახალი შესაძლებლობა გადაიშლება შენს თვალწინ. გონების სიმშვიდის შესანარჩუნებლად, მისი გახსნილობის შენარჩუნებაა საჭირო. 14. ყველას ნუ მისცემ მიკროფონს შენს ცხოვრებაში და ყველას ნუ აიყვან სცენაზე, ნუ მოუსმენ მათ, ვინც ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, მოუსმინე მას, ვინც ყველაზე მეტ სიმართლეს ამბობს. 15. ყველაზე უბედური ის ადამიანები არიან, ვინც ყველაზე მეტს იმაზე დარდობენ, რას ფიქრობენ სხვები. 16. როდესაც ადამიანები ანგრევენ შენს ოცნებებს, წინასწარმეტყველებენ შენს დაღუპვას ან გაკრიტიკებენ, გახსოვდეს, რომ ისინი საკუთარ ამბავს ჰყვებიან და არა შენსას. 17. ადამიანებს, რომლებიც წარსულში გიყვარდა და პატივს სცემდი, მაგრამ გამუდმებით ისე გექცეოდნენ, როგორც ნაგავს, დღეს შენთვის არც ინტელექტუალურად და არც სულიერად აღარაფერი აქვთ შემოსათავაზებელი, გარდა თავის და გულის ტკივილისა. 18. ერთ-ერთი ყველაზე შვებისმომგვრელი რამ, რაც ამ ცხოვრებაში უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ აუცილებელი არაა, ყველას ვეთანხმებოდეთ და ყველა გვეთანხმებოდეს, და ეს სავსებით ნორმალურია. 19. უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი თავი ჩვენს ცხოვრებაში დასასრულის გარეშე უნდა დავხუროთ. უაზრობაა დროის დაკარგვა იმის შეწებებაზე, რაც გატეხილი უნდა დარჩეს. 20. ყველას, ვინც გზად გვხვდება, რაღაც მნიშვნელოვანი შეუძლია გვასწავლოს. ხოლო ის ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ყველაზე რთულია, შესაძლოა ყველაზე გავლენიანი მასწავლებლები აღმოჩდნენ. 21. ზოგიერთი ცხოვრებისეული ცვლილება, ერთი შეხედვით, ნეგატიურად და მტკივნეულად გვეჩვენება, მაგრამ მალე აცნობიერებ, რომ შენს ცხოვრებაში სივრცე გათავისუფლდა, რათა რაღაც ახალსა და უფრო ლამაზს შემოეღწია. 22. თუ თავს არ დაანებებ იმაზე ფიქრს, რომ სადღაც უფრო უკეთესად იქნები და უკეთესი იქნება, იყო ვინმე სხვა, ვერასდროს ჰპოვებ შვებას იქ, სადაც ხარ და იმით, ვინც ხარ. 23. საინტერესო პარადოქსია, რომ როდესაც საკუთარ თავს იღებ ისეთს, როგორიც ხარ, სწორედ მაშინ იწყებ შეცვლას და ზრდას. 24. არავითარ სინანულს შეუძლია შეცვალოს წარსული, არავითარ მღელვარებას შეუძლია შეცვალოს მომავალი, მაგრამ სულ მცირე მადლიერებასაც კი შეუძლია შეცვალოს აწმყო. 25. ზოგჯერ გონებას უფრო მეტი დრო სჭირდება იმის მისაღებად, რაც გულმა უკვე იცის. ღრმად ჩაისუნთქე. ჯობია მოწმე იყო, ვიდრე მსაჯული. 26. ნუ გაექცევი მოვლენებს, პირიქით, მათი მიმართულებით ირბინე - რაიმე ნეგატიურისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება, რაიმე პოზიტიურისკენ სირბილია. 27. თუ ყოველი მიმართულებით შენი ნების საწინააღმდეგოდ მიგათრევენ ძალები, რომლებსაც ვერ აკონტროლებ, დაუთმე დრო იმის გააზრებას, რა არის შენთვის ყველაზე ფასეული ცხოვრებაში. შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ის, რასაც შენ წყვეტ, რომ მნიშვნელოვანია. არაფერს შეუძლია შენი დაუფლება, თუ ამის ნებას თავად არ მისცემ. 28. ჭეშმარიტ მიზანს დროის ლიმიტი არ გააჩნია. ჭეშმარიტ მიზანს ბოლო ვადა არ აქვს. ნუ შფოთავ და სტრესში აგდებ საკუთარ თავს. გააკეთე ერთი რამ, რისი გაკეთებაც, აი, ახლა შეგიძლია. 29. მოთმინება ლოდინს არ ნიშნავს. მოთმინება - ეს არის კარგი განწყობის შენარჩუნება მძიმე სამუშაოს შესრულებისას, იმისთვის, რაც გწამს. 30. დაიმახსოვრე, “ამის დრო არ მაქვს”, სინამდვილეში უფრო თავაზიანი ან გულუბრყვილო პერიფრაზია სიტყვებისა: “ეს მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის”. 31. ყოველთვის შესაფერის დროს ვერ დაელოდები, რადან ასეთი შესაძლოა არც მოგეცეს. ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაბედო გადახტომა. 32. ნუ გეშინია საკუთარი შიშების. ისინი იმისთვის არაა, რომ შეგაშინონ. ისინი იმისთვისაა, რომ მიხვდე შენი სიცოცხლე რაღაცად ღირს. 33. იმ ფაქტს, რომ რაღაცის დასასრული არ იცი, ნუ მისცემ უფლებას მის დაწყებაში ხელი შეგიშალოს. დაურწმუნებლობა იმ სივრცისკენ გვიბიძგებს, სადაც ნამდვილი ჯადოსნობა გველის. 34. შეხედე უკვე რა შორს წახვედი. შენ პროგრესი განიცადე. და ახლა წარმოიდგინე, რა შორს შეგიძლია წასვლა… 35. შეწყვიტე, ყოველ წამს იმაზე ფიქრი, რა არის იქ შენთვის. თუ სიკეთეს თესავ, საბოლოოდ, იქ შენთვის რაღაც ყოველთვის მოიძებნება. ასევე ნახეთ: "მკიდია", "აღიარე, რო მაგარი ვარ!", "შანსი არაა…" - ზოდიაქოს ნიშნების ამოჩემებული ფრაზები7 ნაბიჯი სახლში ბედნიერების შემოსაშვებადრატომ არ გამოგდის შენ ის, რაც სხვებს მარტივად გამოსდით - ცნობილი ფსიქოლოგის პასუხი3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით7 ჩვევა, რომელიც თქვენს ბედნიერებას იპარავს
მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი
სპეციალური ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
2220 შეფასება არ არის
|