საზოგადოება
ბაია პატარაია მარიამ კუბლაშვილზე - "“ამ უგონო და მატყუარა ქალს ჯერ ის აუხსენით, რომ..."
2019, 14 ოქტომბერი, 17:17
უფლებადამცველი ბაია პატარაია ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და მას მატყუარას უწოდებს.
პატარაიას თქმით, კუბლაშვილს ვინმემ აუხსნას რომ სხვერპლი ქალის წარსულში კომპრომატების გამოჩხრიკვა მაგრად ტეხავს.
"
ამ უგონო და მატყუარა ქალს ჯერ ის აუხსენით, რომ არც მთვრალი ქალის გაუპატიურება შეიძლება და არც ფხიზლისა; მერე შეახსენეთ, რომ ალკოჰოლის მიღება ცოდვა არაა, თან საქართველოში; მერე უთხარით, რომ მსხვერპლი ქალის წარსულში კომპრომატების გამოჩხრიკვა მაგრად ტეხავს და ბოლოს ანდაზა მიაშველეთ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ თამთას სიფხიზლეს ადასტურებს ორი სასწრაფოს ექიმი და დუჟინი პოლიციელებისა და საქმეში დევს ეს მასალა, რა თქმა უნდა ამ ქალს შეუძლია იმ ბიუროს თანამშრომლების ჩვენებები დაგვიპირისპიროს, რომლებსაც თამთა იმ დღეს არ უნახავთ და ვნახოთ, სასამართლო ვის დაუჯერებს", - წერს პატარაია.
საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, დაზარალებული თამთა თოდაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. რადგან ხუთი მოწმე ადასტურებს, რომ იმ დღეს, თამთა თოდაძე უკიდურესად ნასვამი იყო.
ამავე თემაზე: