x
image
გემი დალანდი
11 გამოგონება,რომელთა გამოც შთამომავლობა მადლობას გვეტყვის
image

ეკოლოგიური პრობლემები ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა და მათ მოგვარებაზე საუკეთესო მეცნიერები მუშაობენ. ჭურჭელი, რომელიც მოსავალს იძლევა, სოიოს სანთლები და ეს სრული ჩამონათვალი როდია იმ გამოგონებებისა, რომელთაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.


თერმოელექტროგენერატორი MiniO, რომელიც ელექტროობას მდუღარე წყლიდან გამოიმუშავებს

imageამ გენერატორს შეუძლია თქვენი მობილური მოგზაურობისას დამუხტოს. საჭიროა მხოლოდ რეზერვუარი წყლით შეავსოთ და გააცხელოთ. შედეგად წარმოქმნილი 5ვტ კი სრულიად საკმარისია თქვენი მობილურისთვის.



მწვანესახურავიანი გაჩერებები

imageეს ორიგინალური მეთოდი ჰოლანდიაში მოიგონეს. 316 გაჩერების სახურავი გამწვანდა და მათ bee stops ანუ ფუტკრების გაჩერება ეწოდებათ, რადგან ბევრ მათგანზე მწერებს ნექტრის შეგროვება შეუძლიათ. გარდა ამისა, ასეთი გაჩერებები მტვერსაც იკავებენ.


სატვირთო ველოსიპედი

imageიმისთვის, რომ ველოსიპედებმა უფრო მეტად ჩაანაცვლონ ავტომობილები, კომპანია convercycle-ში შეიმუშავეს ველოსიპედი, რომლითაც ბარგის გადატანაცაა შესაძლებელი.


ტალღებზე მომუშავე ელექტროსადგური

imageecowavepower-ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი კომპანიებიდან, რომლებიც ენერგიას ტალღებიდან იღებენ. ეს სადგური ჰიბრალტარშია. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმძლავრე არც ისე დიდია (100 კვტ), ეკოლოგიური გზით გამომუშავებული ენერგიის მიღებისკენ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.


მოსავალი თეფშში

imageკოლუმბიურმა კომპანია lifepack-მა ერთჯერადი ჭურჭელიგამოუშვა, რომელიც ანანასის ფოთლებისა და სიმინდის ფუჩეჩისგანაა დამზადებული. მაგრამ ეს ყველაფერი როდია, გარდა იმისა, რომ ჭურჭელი ბიოდეგრადირებადია, ის სხვადასხვა მცენარის თესლს შეიცავს, რომელიც პირდაპირ ბაღში შეგიძლიათ დათესოთ.


გაზონი ტრამვაის ხაზებზე

imageეს იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა და დღეს ევროპის მსხვილ ქალაქებში შეგიძლიათ ნახოთ. გარდა ესთეტიური დატვირთვისა, ასეთი გაზონი უამრავი მწერის თავშესაფარია, ამცირებს დაბინძურებას და ტრამვაის ხმაურსაც ახშობს.


საბურავი, რომელსაც შეცვლა არ უნდა

image

Nexo North America-მ შეიმუშავა “სამუდამო" საბურავი ველოსიპედისთვის, რომელსაც ნახვრეტები ვეღარ აზიანებს, წონაში კი 20 %-ით უფრო მსუბუქია.


ნახშირი, რომელიც ხისგან არაა დამზადებული

imageეს ნახშირი კომპანია barbequick-ში შეიმუშავეს. ის მცენარეული ნარჩენებისგანაა დამზადებული, როგორიცაა: თხილის და კაკლის ნაჭუჭები, ავოკადოს კურკები და ა.შ.


დრეკადი პლასტიკის ავზი

imageმსხვილი კომპანიები თანდათან გადადიან დრეკადი პლასტიკის შეფუთვებზე. ეს ფაქტი თავისთავად კარგია, რადგან ასეთი შეფუთვისთვის 70%-ით ნაკლები პლასტმასაა საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივი ბოთლების ან ავზების დასამზადებლად.


სოიოს არომატული სანთლები

imageigni & blacktree-ში გადაწყვიტეს ცვილი ფუტკრებისთვის არ “მოეპარათ" და სანთლები სოიოსგან დაემზადებინათ. უნდა ითქვას, რომ ხარისხით ეს სანთლები სხვას არ ჩამოუვარდებიან.


თხევადი სამოსი

imageკომპანია adidas-მა და stellamccartney-იმ შექმნეს საოცარი სამოსი, რომელიც ძველი სამოსის გათხევადებით გადამუშავების გზით მიიღეს. ამ ტექნოლოგიას NuCycl ეწოდება და ძველ სამოსიდან ახლის მიღებას გულისხმობს.




0
101
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0