x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალი ოფისი აშენდა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა უკვე აგებულია, ახლა მისი კოსმეტიკური რემონტი და მისი აღჭურვა მიმდინარეობს. ამის შესახებ დედოფლისწყაროს მერიაში აცხადებენ.


ეს და სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და რეგიონული პროექტების სამსახურის კოორდინატორმა გიორგი კიკნაძემ დაათვალიერეს. ნიკოლოზ ჯანიაშვილი და გიორგი კიკნაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და სამშენებლო სამუშაოების შესახებ გაესაუბრნენ. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, დედოფლისწყაროში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლება კი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათ მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.


არსებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 293 378 ლარია და მშენებლობა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში სასწრაფო დახმარების სამსახური განთავსდება. სამსახური მაღალი გამავლობის ახალი ავტომობილებით 2015 წელს აღიჭურვა.



„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, აღნიშნული თანხა აისახა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში. საკითხს კენჭი მიმდინარე წლის 27 მარტს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სესიაზე ეყარა.


როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, 2019 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 40 ახალი ცენტრი აშენდება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები სრულად იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება.


„ამ დროისთვის, არსებული ეკიპაჟები სრულად უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. ახალი ცენტრების აშენება კი, სწორედ ამ პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, გადაუდებელი დახმარების ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის, “ - განმარტეს ცენტრის პრესსამსახურში.


2018 წელს ახალ შენობებში უკვე განთავსდა ჩოხატაურის, ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხისა და თელავის რაიონული სამსახურები.


image

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0