სიახლეები როგორი იქნება მე-8 თაობის Volkswagen Golf-ი 2019, 10 ოქტომბერი, 16:06 ახალი თაობის ჰეტჩბეკის, Volkswagen Golf-ის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს შედგება. კომპანიამ უკვე გაასაჯაროვა ავტომობილის დიზაინი და ინტერიერი. ახალი მე-8 თაობის Golf-ი იქნება " ციფროვიზიის ეპოქის საეტალონო ნიმუში" ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
უკვე ცნობილია, რომ ახალი Golf-ის გამოსვლა შეყოვნდა ურთულესი ელექტრონული სისტემის გამო, ინჟინრები დიდი ხნის განმავლობაში წვალობდნენ ციფრული უსაფრთხოების სისტემის დახვეწაზე.ახალი ტექნოლოგიას 10-ჯერ უფრო მეტი კოდები სჭირდება, ვიდრე თანამედროვე სმარტფონს.
როგორც კომპანია აცხადებს, ციფრული ტექნოლოგიის და ელოქტრონიკის თვალსაზრისით ახალი Golf-ი იქნება რევოლუციური ავტომრეწველობაში. Vollkswagen Golf-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია მსოფლიოში, 2018 წელს მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა 790 567 გაყიდული ავტომობილით. 137 3-ს მოსწონს
|