x
image
intermedia.ge
Mediator image
ღვინის გრანდიოზულ ზეიმამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება
image


ორ დღეში “ქართული ღვინის ფესტივალი 2019” დაიწყება – დღესასწაული, რომელიც ღვინის არცერთ მოყვარულს არ ტოვებს გულგრილს. წელს ის მესამედ ტარდება და ორგანიზატორები – allwine.ge, “მეიდან ჯგუფი” და გენერალური სპონსორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან ბევრ სტუმარს ელიან. ამ მოლოდინის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ თუ მაგალითად, 2017 წელს, როცა ფესტივალი დაარსდა, სტუმრების რაოდენობა 30 ათასი იყო, 2018 წელს უკვე 40 ათასს გადააჭარბა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოების ინტერესი ღონისძიების მიმართ მზარდია.


ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გაიზარდა იმ კერძო საოჯახო მარნების რაოდენობა, რომლებიც ღვინოს აწარმოებენ. თუ წლების წინ ღვინის გადამამუშავებელი ქარხნების რაოდენობა საქართველოში რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა, წელს უკვე 1000-მდე მარანია რეგისტრირებული. ღვინის ქართველ მწარმოებლებს საკუთარი ღვინო შეაქვთ არამარტო ქართულ რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებში, არამედ აქტიურად არიან დაკავებულები ღვინის ექსპორტით და ღვინო გააქვთ ჩინეთში, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში – იმ სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც საქართველოს ცნობადობა სულ უფრო იზრდება და სადაც სულ უფრო მეტი ადამიანი იხიბლება ქართული ღვინის უნიკალურობით და გამორჩეული თვისებებით.


image



“ქართული ღვინის ფესტივალი” იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის, საკუთარი ორგანიზატორების სურვილის მიხედვით, ორიენტირებულია მცირე საოჯახო ტიპის მარნების და უნიკალური ღვინოების წარმოჩენაზე. აქ ყოველთვის ძალიან ბევრი გასაოცარი ღვინოა, რაც ქართველი და უცხოელი ღვინის მოყვარულების ცხოველ ინტერესს იწვევს ღონისძიების მიმართ. წინა წლებში ღვინის ძალიან ბევრი მეწარმისთვის “ქართული ღვინის ფესტივალი” დიდი წარმატებით დასრულდა: მათ მოიპოვეს საკუთარი ღვინოების დამფასებლები და ამღიარებლები, მუდმივი კლიენტები, რომლებსაც მოსწონთ ესა თუ ის ღვინოები. "ქართული ღვინის ფესტივალზე" ხომ პრაქტიკულად, ყველა გემოვნების და ხასიათის ადამიანისთვის იპოვით ღვინოს. აქ ყველაფერია, დაწყებული მშრალი და ნახევრადმშრალი წითელი ღვინოებიდან, თეთრი მშრალი ღვინოებით დამთავრებული; აქ არის კასრში დაძველებული ღვინოები, კლასიკური ღვინოები და ქვევრის ღვინოები; ღვინოები იისფერი შეფერილობით, ოქროსფერი ღვინოები და როზე; მაღალალკოჰოლური და დაბალალკოჰოლური ღვინოები. ერთი სიტყვით, ფესტივალზე წარდგენილი ღვინოების ფართო არჩევანი ყველანაირ გემოვნებას და ხასიათს აკმაყოფილებს. მთავარია, იყოთ ღვინის მოყვარული და “თქვენს ღვინოს” აქ აუცილებლად იპოვით.


ფესტივალის წარმატების საიდუმლო მდგომარეობს ასევე ძირძველი ქართული ტრადიციების – მეღვინეობის ტრადიციების პატივისცემასა და სურვილში, ეს ტრადიციები თანამედროვეობას შევუხამოთ და მივუსადაგოთ. ჩვენ არ გვავიწყდება თანამედროვე ხანის გამოწვევები, თუმცა არც წარსულს ვივიწყებთ და არ ვივიწყებთ ყველაზე უმთავრესს, რაც ჩვენი წინაპრების მიერ არის დანატოვარი და რასაც უნდა მოვუფრთხილდეთ: ღვინოსთან ზიარების ხელოვნებას და ურთიერთობებს ღვინის მოყვარულ და თანაზიარ ადამიანებს შორის.


გელოდებით 12 ოქტომბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე - დასწრება თავისუფალია.

https://www.facebook.com/events/1555839521245657


დავით ჩუთლაშვილი

0
18
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0