სხვა ექიმმა რაღაცა ნემსები დამინიშნა და თან დააყოლა-გიორგი გოგეშვილი 2019, 9 ოქტომბერი, 22:35 სახალისო ისტორია "ფეისბუქზე", მომახმარებელი და პრანკერი გიორგი გოგეშვილისგან: "ექიმმა რაღაცა ნემსები დამინიშნა და თან დააყოლა: - ამის კეთებას რო დაიწყებ, შეიძლება იგრძნო რო გემოებს სხვანაირად აღიქვამ, მარა არ შეგეშინდეს, კურსის ჩამთავრებიდან რამდენიმე დღეში გავაო. თავიდან არაფერი, მარა უკვე 1-2 დღეა წყალს აქვს რაღაცნაირი გემო, აი რაღაცნაირი რა, მარა რო ვიცი მიზეზი აღარ ვაქცევ ყურადღებას. დღეს ჩემი გურული თანამშრომელი მირეკავს (აი ის, საზამთროზე რო პოსტი მიწერია), - გიორგია, რაფერ ხარ ძამია? - რა ვქნა დავით, შენ? ვილაპარაკეთ 1 წთ ალბათ და ბოლოს მეკითხება: - ი რა იქნა? - რა “ი”? - მეთქი. - გრაფინკას ლიმონის სუნი ვერ გუუყვანე და ფეირი ჩავასხი და დავტიე, გეიტანა სუნი? გეიტანს დავით, სა წავა. ჯიგარი ხარ ძმაო. კიდე ქენი ხოლმე." 496 5-ს მოსწონს
|