x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
თბილისში ასაკოვანმა ნათლიამ ახალგაზრდა ნათლული მოკლა
image


წარმოუდგენელი შემთხვევა საქართველოს დედაქალაქში. დღეს თბილისში, ორხევის დასახლებაში ნათლიამ ნათლული მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, მუხაძის ქუჩაზე მოხდა.


თვითმხილველების ცნობით, ასაკოვანმა ნათლიამ ახალგაზრდა ნათლულს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


მკვლელობის ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ ერთ-ერთ უთანხმოებას მოჰყვა.



ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ნათლია შს კრიმინალური პოლიციის მიერ უკვე დაკავებულია. გაცრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 82 წლის მამაკაცი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში მის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0