სხვა სიძემ სიურპრიზი მოუწყო სიმამრს დაბადების დღეზე, მან კი ესროლა და მოკლა 2019, 7 ოქტომბერი, 14:13 ნორვეგიელმა სიძემ გადაწყვიტა მოულოდნელი სიურპრიზი გაეკეთებინა სიმამრისთვის დაბადების დღეზე, იგი ისე გაემგზავრა აშშ-ი, რომ ცოლის ნათესავებს არ შეატყობინა, თუმცა დასასრული ფატალური გამოდგა, იტყობინება გამოცემა People.
37 წლის კრისტოფერ ბერგამი ღამის 11 საათზე მიადგა სიმამრის სახლს ქალაქ გალფ- ბრიზში, ჩუმად გადაძვრა სახლის ღობეზე, კარზე დააკაკუნა და შემდეგ გაზონებში დაიმალა, კარი გააღო 61 წლის სიმამრმა რიჩარდ დენისმა, სიძე გამოძვრა ბუჩქებიდან და ხელებგაშლილი ყვირილით გაქანდა სიმამრისკენ, თუმცა საპასუხოდ ტყვია მიიღო, ერთადერთი ტყვია ახალგაზრდა კაცს პირდაპირ გულში მოხვდა. ადგილობრივმა შერიფმა ბობ ჯონსონმა განმარტა:როგორც გაირკვა სიძის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე 61 წლის რიჩარდ დენისს მწვავე დაპირისპირება ჰქონდა ერთ- ერთ ნათესავთან, სწორედ კარის ზღურბლზე, რომელიც ხმამაღალ ტონებში გადაიზარდა, რა დროსაც რიჩარდმა გააძევა ნათესავი, როდესაც კარზე გვიან ღამით ისევ დააკაკუნეს, მამაკაცი ამჯერად იარაღით ხელში გაეშურა კარის გასაღებად, სიძის მოულოდნელი გამოსვლა თავდასხმად აღიქვა და ისროლა. როდესაც გააცნობიერა რაც მოხდა, პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, თუმცა უშედეგოდ, ადგილზე მისულმა მედიკოსებმა სიკვდილი დააფიქსირეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ტრაგედია შეფასდა როგორც უბედური შემთხვევა. (მთავარი ფოტო:კრისტოფერ ბერგამი მეუღლესთან ერთად) 816 2-ს მოსწონს
|