საზოგადოება ყველა გიჟს – თითო ქალაქი?! - ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა 2019, 7 ოქტომბერი, 13:05
ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა. ასეთ დროს ექიმები მხრებს იჩეჩენ და შეწუხებული სახით ამბობენ, – პაციენტი უიმედოა და მკურნალობას აღარ ექვემდებარება. განდიდების მანიით შეპყრობილი პრეზიდენტი ბოლომდე იხარჯება და ახალ-ახალ იდეებს გვთავაზობს, რომელთა განხორციელება არა მხოლოდ უტოპია, არამედ სერიოზული განგაშის საფუძველია.
ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან შეკრებილ მოსახლეობას სააკაშვილმა ახალი ინიციატივა გააცნო: ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქი _ ლაზიკა აშენდება. თურმე, დიდი ხანია, ამ გეგმაზე მუშაობენ და ახლა დადგა დრო, გრანდიოზული მშენებლობა წამოვიწყოთ. ლაზიკა დასავლეთ საქართველოს მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური და ბიზნესცენტრი გახდება და მთავარი ცენტრის ფუნქციას შეიძენს შავი ზღვისპირეთის მასშტაბით.
ლაპარაკის ეშხში შესულ პრეზიდენტს ზუგდიდელები გაოცებით უყურებდნენ და არაფერს პასუხობდნენ. დაცვას რომ მიეშვა, ყველაზე გულჩვილები, ალბათ, თავზე მზრუნველად გადაუსვამდნენ ხელს და ეტყოდნენ – «И тебя вылечат…»კვალიფიციური სპეციალისტების დახმარება მართლაც სჭირდება უავგუსტესს. აბა, სხვა რა შეიძლება შესთავაზო განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტს თავისი მილიონამდე ღატაკითა და 9 მილიარდამდე ვალით, როცა თავდაჯერებული ამბობს, რომ 10 წელიწადში ააშენებს თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქს, მინიმუმ, ნახევარ მილიონიანი მოსახლეობით.
სააკაშვილმა დრო შესანიშნავად შეარჩია ახალი ინიციატივის გასახმიანებლად. ახლა მისი აღარავის სჯერა და ხალხის გაბითურებას კვლავაც «ჰაეროვანი» იდეებით ცდილობს. არავინ ეკითხება, როგორ, რა სახსრებით, რა საშუალებებით აპირებს ჭაობზე ქალაქის აშენებას და თანაც 10 წელიწადში! შედარებისთვის: 14 წელიწადია, ასტანას აშენებენ გაშლილ ვაკეზე, ყაზახეთის დედაქალაქის ბიუჯეტი კი საქართველოს ბიუჯეტზე ორჯერ მეტია. იქაც ნახევარ მილიონს გადააჭარბა უკვე მოსახლეობამ და ულამაზესი ცათამბჯენებია აღმართული 700 კვადრატულ კილომეტრზე. ჰკითხავენ და პასუხიც მზად აქვს: უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ანაკლიასა და ყულევს შორის რამდენიმე ათეულ კვადრატულ კილომეტრზე სიდიდით მეორე, ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენებას ისეთივე პერსპექტივა აქვს, როგორც მის სრულად განკურნებას. უიმედო საქმეა მშენებლობაც და განკურნებაც, მაგრამ გარემოცვა ამას საიმედოდ უმალავს. უფრო მეტიც, ნუგზარ წიკლაურმა თქვა, ლაზიკის მშენებლობაში ლაზი ინვესტორები დიდ თანხებს დააბანდებენო. ვერ ვიტყვი, რომ წიკლაური სრული დეგენერატია, მასზე უფრო უიმედონიც ბევრნი არიან «ნაცმოძრაობაში», მაგრამ სააკაშვილის ყველა ახირებისთვის გამართლების მოძებნის მისეულ მცდელობებს სხვა ახსნას ძნელად თუ მოუძებნი ადამიანი და ჩვენც სამედიცინო ტერმინოლოგიით დავკმაყოფილდეთ. მისი ლოგიკით, თბილისს სახელი უნდა გადავარქვათ და ვუწოდოთ «არაბიკა» _ საუკუნეების მანძილზე საქართველოს დედაქალაქს არაბები მართავდნენ და იქნებ მათაც ჩადონ ინვესტიციები «ყოფილი თბილისის» ასაღორძინებლად… ხუმრობა იქით იყოს და, თუკი ახალი ქალაქის დაფუძნების გეგმაზე დიდხანს მუშაობდნენ, ვიღაცა «პატრონ-მყვარებელმა» არ უნდა უთხრას პრეზიდენტს, რომ ტარანი თვლითაა და რამდენიმე ათეულ კვადრატულ კილომეტრზე ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენება სისულელეა? არ უნდა უთხრას, რომ ამ ქალაქს შესაბამისი ინფრასტრუქტურა _ საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სურსათის თუ სხვა მაღაზიები, კვების ობიექტები და კიდევ ათასი რამ სჭირდება? პრეზიდენტ სააკაშვილს ოცნებაში ხელს ვერავინ შეუშლის და ჩვენც ვერას გავაწყობთ, მაგრამ მის გარემოცვას არ ადარდებს, რომ ხალხი ამ ადამიანს, რაც დრო გადის, კიდევ უფრო სულელად აღიქვამს?! სხვაგვარად როგორ უნდა შეფასდეს მისი ინიციატივა, როცა პრეზიდენტმა ისიც კი არ იცის, რომ კოლხეთის ჭაობი უბრალო ჭაობი არ არის და ორი საერთაშორისო კონვენცია იცავს, როგორც უნიკალურ რეფუგიუმს. არც ის იცის, რომ ტორფზე ქალაქის აშენება ძალიან რთულია. და, რაც მთავარია, შავი ზღვა ტრანსგრესიის, ანუ ბუნებრივი, ციკლური აწევის ფაზაშია. ამას ემატება მყინვარების დნობა მთელ პლანეტაზე, რაც ასევე ზემოთ წევს ოკეანეების დონეს. სავარაუდო ლაზიკის ადგილი 0-დან -5 მეტრამდეა, ანუ ზღვის დონეზე დაბლაა. პლანეტას თავისი ციკლები აქვს და ამას ვერ გაექცევი. არც ის იცის, რომ კოლხეთის ჭაობი მარტო ბაყაყები და მალარია არ არის. გარდა იმისა, რომ სახეობათა წარმოქმნის ადგილია, ასევე გამყინვარების პერიოდს გადარჩენილი უბანი (სწორედ ამიტომ არის ის რეფუგიუმი _ კლიმატური ცვლილებები არ შეხებია) და ასევე ჩრდილოეთ ევროპიდან გადმომფრენი ფრინველების დასასვენებელი ადგილია. არ იცის და არც უნდა გაიგოს, რომ ამ ჭაობების დაშრობით, ფაქტობრივად, ევროპის დიდ ნაწილს ვუქმნით ეკოლოგიურ საფრთხეს. ეს ჩემი, როგორც ჟურნალისტის დასკვნა კი არა, კვალიფიციური ბიოლოგის ვასო გაბუნიას ინფორმაციაა და, თუ თვითონ არ იცის, სხვისი მაინც არ უნდა ესმოდეს ქვეყნის პრეზიდენტს?! კარგი, ვთქვათ აზიელები დათანხმდნენ სააკაშვილის ოცნების ხორცშესხმას, ევროპელებიც ისე გაგიჟდებიან, რომ საკუთრი ხელით გამოიჭრიან ყელს? მოკლედ, ჩვენი საქმე ცუდად, ძალიან ცუდად არის და, თუ დროზე არ ვუსაშველეთ ამ საქმეს, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. აი, მერე კი უკვე რეალობად იქცევა ჩემი კოლეგის, ინგა ჩახვაშვილის გაკვირვებით ნათქვამი: «ყველა ქალაქს ერთი გიჟი უნდა ჰყავდესო, გამიგონია, მაგრამ ყველა გიჟს თუ თითო ქალაქი შეეძლო ეშენებინა, ეგ აღარ ვიცოდი!» ბონდო მძინარაშვილი მარტი, 2012 წელი. 287 2-ს მოსწონს 1-ს არა |
მიშას შეეშვით ქოცებო და ენმ-ს გამიჯნულო ოპოზიციავ❗
ჯერ გაუტოლდით მიშას საქმით, გმირობით, ტალანტით, ცოდნით და მერე იტრაბახეთ, "ქოცებო! და გამიჯნულო ოპოზიციავ❗7 წელი რომ ხალხი მოლოდინის რეჟიმსი გყავთ❗
მიშა არის ადამიანი სასწაული , რომელმაც შექმნა სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერ პირადულზე წინ დააყენა საკუთარი ქვეყანა, რომელიც იბრძოდა თავგანწირვით ერისთვის და ქვეყნისთვის, მიუხედავად ათასი ხელის შემშლელი პირობებისა შექმნა ქართული ჯარი, მოსპო კრიმინალი, ააყვავა ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, კიდევ უამრავი კეთილი საქმე გააკეთა, რომელთა ჩამოთვლა არაა საჭირო, რადგან ჩემზე კარგად იცით და სარგებლობთ ყოველივე ამ სიკეთით❗
უუნარო და დაბრმავებული გონების მქონე მაშინდელი ოპოზიციის დაუნახავი სიბეცის გამო(მე კი ვიტყვი რომ გამყიდვლები) ყველაფერი თავდაყირა დააყენეს.