x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ გამოიყურება ქალი,რომელიც 7 500 წლის წინ ცხოვრობდა
image

1996 წელს ნეოლითური პერიოდის ნაშთები აღმოაჩინეს ევროპის კონცხთან გიბრალტარის ნახევარკუნძულის სამხრეთ უკიდურეს ნაწილში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არა მხოლოდ დეტალურად შეისწავლეს აღმოჩენები, არამედ ახლახან შეძლეს პიროვნების სახის რეკონსტრუქცია.

image


თავის ქალა იყო დეფორმირებული, მაგრამ მეცნიერებმა შეძლეს მისი თავდაპირველი ფორმის აღდგენა. დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით დადგინდა, ქალს ჰქონდა მუქი ფერის თმა, მუქი თვალები, იგი 30-40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარეგნობას ხელახლა აღდგენას ექვსი თვე დასჭირდა.


image

ქალს დაარქვეს სახელი კალპეია(Calpeia)ანუ იმ კლდის სახელწოდება, რის მახლობლადაც აღმოაჩინეს სამარხი . ის დაახლოებით 7, 5 ათასი წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ ნეანდერტალელი არ არის. მისი გენების 10% შედგება მონადირე-შემგროვებლებისგან მეზოლითის ხანიდან და ხოლო 90% ემთხვევა ანატოლიის მკვიდრ მოსახლეობას.(ავტ.შენიშვნა :სხვათა შორის არ არის გამორიცხული ქართველური ტომის წარმომადგენელიც იყოს, რადგან სხვა ტომებთან ერთად ანატოლიასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ იბერიელებს და კოლხებს, რომლებსაც იქ დასახლებები ჰქონდათ, ხოლო ქართველური წარმომავლობის ხალხი – ლაზები ანუ ჭანები – დღეს ისევ სახლობენ ანატოლიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ შავიზღვისპირეთში, ქ.ტრაბზონის აღმოსავლეთით.)


იხილეთ ასევე

image

გერმანელმა კრიმინალისტებმა და ანტროპოლოგებმა შესძლეს 16-17 წლის გოგონას სახის რეკონსტრუქცია, რომელიც დაახლოებით 2600 წლის ცხოვრობდა გერმანიაში. 2000 წელს, ქვემო საქსონიაში ჭაობიან ადგილას ნაპოვნი იქნა ახალგაზრდა გოგონას ჩონჩხის ნარჩენები, თავიდან გამოძიება დაიწყო ადგილობრივმა კრიმინალურმა პოლიციამ.ვარაუდობდნენ, რომ ჩონჩხი მიეკუთვნებოდა ჯერ კიდევ 19...


0
636
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0