x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თინა კანდელაკი:თუ ქართულ პოლიტიკაში მოვალ იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიო
image

რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა, პროდიუსერმა და ბიზნესვუმენმა თინა კანდელაკმა ვრცელი ინტერვიუ მისცა Sputnik Грузия-ს, სადაც ის საუბრობს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და ქართულ პოლიტიკაში მის შესაძლო მოსვლაზე.გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტს.


კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტობა რომ შემოგთავაზონ(სერიოზულად)რამდენ ხანს იფიქრებდით?

- მაშინვე გიპასუხებთ - არა. პირველ რიგში, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. მეორეც, როდესაც ამ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი მოვიდა, ამბობდნენ, რომ ის იყო გამოჩენილი ქალი, რომელსაც ევროპული პოლიტიკის გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქართველი იზიარებს ჩემს თვალსაზრისს - როგორც პრეზიდენტს, მას ჯერ არ გაუკეთებია რაიმე გამორჩეული. მან ციხიდან გაათავისუფლა მკვლელობაში ბრალდებული ხალხი. და მასთან უამრავი კითხვებია, თვით იქამამდეც, რომ იმპიჩმენტის საკითხის წამოწევა სურთ.



კითხვაზე თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქართულ-რუსული ურთიერთობა კანდელაკი პასუხობს:



საქართველოს მოქმედ მთავრობას არ ჰყავს ლიდერი, რომელიც გაუძღვება ამ პროცესს, რომელსაც ასეთი დავალება ექნება. არაა აუცილებელი ეს პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს გამოყოფილი ამ საქმისთვის, ის, ვინც აუხსნის ყველას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას, თანმიმდევრულად და მეთოდურად მიიღოს ყველა ეს ნაბიჯი რუსეთის მიმართ.


მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთი არის დიდი ქვეყანა, ვისთვისაც სხვა პრობლემებთან ერთად საქართველოს პრობლემა ერთ-ერთია, მათ შორის, საგარეოც, გასაგებია, რომ ჩვენ, როგორც საქართველო, ურთიერთობების სტრატეგიული სიაში ნამდვილად არ ვართ პირველ ადგილზე. ნაცვალსახელით "ჩვენ" ვგულისხმობ საქართველოს, მე არ შემიძლია ვისაუბრო სამშობლოზე სხვაგვარად. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ რუსეთის მოქალაქე, მყავს შვილები რუსეთში, ვცხოვრობ რუსეთში, ყველაფერი მივაღწიე რუსეთში და ბოლომდე ვიბრძვი რუსეთისთვის.


მინდა, რომ სიტუაცია შეიცვალოს ჩემს სამშობლოში, რადგან რუსული განათლება, რუსული ტურიზმი, ექსპორტი, იმპორტი საქართველოს ეკონომიკის ნაწილია. და მთავარი ნაწილი. თქვენ იცით, რომ მრავალი ბრენდი, მაგალითად, "ბორჯომი, " რუსმა ბიზნესმენებმა იყიდეს. და ყოველ ჯერზე, მორიგი ესკალაციის შემდეგ ყველაფერი იყინება. არა და ესკალაციამდე რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ მიწებს, აშენებენ სასტუმროებს, ყიდულობენ ყველაზე ცნობილ ბრენდებს - არც ისე ბევრია, მაგრამ ყველაზე ლიკვიდური რუსული ხდება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მეორე მხარეს გამოჩნდეს ადამიანი, ვისთვისაც ეს იქნება ნომერი პირველი ამოცანა და ვინც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობები აღდგეს. არ ვიცი ვინ იქნება ის ქართველი მშვიდობისმყოფელი, მაგრამ ვიღაც უნდა იყოს."



კითხვაზე, არის თუ არა ის მზად, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხში “მშვიდობისმყოფელის” როლი შეასრულოს, თინა კანდელაკი პასუხობს:




თქვენ ქართულ პოლიტიკაში მოსვლისკენ მიბიძგებთ, რადგან აშკარაა, ჩემი საქართველოში დაბრუნება მათ შორის შესაძლოა პოლიტიკურ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული. გიპასუხებთ თანმიმდევრობით, რომ რუსეთში უამრავი პროექტი მაქვს, რომლებიც უნდა დასრულდეს. სულ მალე 44 წლის გავხდები, ჰიპოთეტურად 50 წლის ასაკში ამაზე ფიქრი შეიძლება.მაგრამ რა შემთხვევაში? თუ გავიგებ, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო ურთიერთობის შეცვლა, მაშინ მზად ვიქნები მსხვერპლად გავწირო ბევრი რამ – ჩემი პირადი ცხოვრება, კომფორტი, თუ ჩემსავით ამბიციური, შესანიშნავი ხალხი მოვა, როლებსაც გამარჯვება სურთ.

თუ ქართულ პოლიტიკაში მოვალ იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიო. ჩემთვის, შედეგი, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერმინისტრობა არ იქნება. აქ მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება მქონდეს: რუსეთი ბევრ სფეროში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი უნდა გახდეს. ეს ათი წლის წინათ ვთქვი, ხუთი წლის წინათაც და ახლაც ვამბობ. სამწუხაროდ, დღეს ეს საქართველოში ყველაზე არაპოპულარული მოსაზრებაა. პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვგულისხმობ…
დღეს მოდაშია, როდესაც ცნობილი სახეები პოლიტიკოსები ხდებიან. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მენეჯერულმა ტვინმა მასწავლა, რომ ნებისმიერი დიდი თანამდებობის მიღმა კიდევ უფრო მეტი გამოწვევა, პასუხისმგებლობა დგება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მსხვერპლად მზადყოფნა. დღეს მზად არ ვარ.


თინა კანდელაკმა ასევე ისაუბრა, იმაზე თუ როგორ უნდა დაამარცხოს რუსოფობია საქართველოში:


"მე ყოველთვის, ვხვდები რომელიმე კაბინეტში, მაქვს იმის საშუალება, გავესაუბრო ზემდგომებს და მომისმინონ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება, ვთხოვ მათ, უბრალოდ, მიეცეს შესაძლებლობა სამიდან ხუთი ათასამდე ქართველს, რომ განათლება მიიღონ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში"



თინა კანდელაკმა აგრეთვე ისაუბრა პროექტზე, იგი აპირებს ფილმის გადაღებას 9 აპრილის ტრაგედიაზე:




მე მჯერა, რომ ეს იყო საქართველოსა და რუსეთს შორის გაუგებრობის მნიშვნელოვანი წერტილი, რადგან მაშინ, გორბაჩოვის ბრძანებით, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სტუდენტები.

და სწორედ ეს სისხლიანი ფურცელი იმ პერიოდზე და ურთიერთობაზე იქნება, ჩემი აზრით, იგი ჯერ არც გადაფურცლილა.

ნაციონალიზმის პირველი ნოტები სწორედ მაშინ გამოჩნდა, სწორედ ეს ტრაგედიაა, რომელსაც ქართველი ნაციონალისტები ყოველთვის ახსენებენდნენ რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ ქმედებას არაფერი აქვს საერთო რუსების დამოკიდებულებას ქართველების მიმართ, ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილება, რისთვისაც, დარწმუნებული ვარ, მას რცხვენია. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელსაც იმედი მაქვს სინანულით განიხილავს და აანალიზებს"

0
137
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0