x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი  დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე

image



ამერიკელი ფსიქოლოგი ლოურენს ლე შანი თავის ერთ-ერთ წიგნში აკეთებს საოცარ დასკვნებს კიბოს გამომწვევ მიზეზებსა და საუბრობს კიბოს მკურნალობის ეფექტურ მეთოდებზე.


ერთი შეხედვით, ლე შანის დასკვნები სასაცილოც კი შეიძლება მოგეჩვენოთ. მისი მრავალწლიანი საექიმო პრაქტიკის შედეგად, მან დადო ასეთი დასკვნა - "ონკოლოგია არ არის სასიკვდილო დაავადება; უფრო მეტიც, კიბო არის ბოლო გაფრთხილება, რაც აძლევს დაავადებულს შესაძლებლობას დაიწყოს იმ მიზნების განხორციელება, რაზედაც ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა. აი სწორედ, ამის შემდეგ იწყება გამოჯანრმთელებაც".


ლე შანი დარწმუნებულია, რომ კიბო პირდაპირ კავშირშია ადამიანის შინგან მდგომარეობასთან: თუ ადამიანი რაღაც მიზეზების გამო ვარდება დეპრესიაში, ეწყება აპათია და აღარ ცდილობს ცხოვრების აზრის პოვნას, ორგანიზმის რეაქცია - ცხოვრების უგულებელყოფაზე შესაძლოა იყოს კიბო.



ფსიქოლოგმა, დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ კიბო უმეტესად ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაპირველად ეწეოდნენ ცხოვრების აქტიურ სტილს, შემდეგ კი რაღაც მიზეზების გამო პასიური ცხოვრების სტილით დაკავდნენ. სწორედ ამ ფაქტებმა დაარწმუნა ლე შანი, რომ კიბო არის გადამწყვეტი მომენტი ცხოვრებაში, როცა აუცილებელია გააკეთო არჩევანი: მოკვდე ან შეიცვალო, რათა იარო სხვა გზით. თუ ადამიანები განაახლებენ ცხოვრებისადმი ინტერესს, კიბო მათ "თავს დაანებებს".



image


ადამიანები ხშირად ამბობენ: “ვერ ვიტან ჩემს სამსახურს”, ”არასდროს მსურდა ინჟინრობა”, “იურისტობა კი არა ყოველთვის მუსიკოსობა მინდოდა”, “ჩემი ოჯახური ცხოვრება ბოლოს მიღებს”… როცა იგებენ, რომ უკურნებელი სენით არიან ავად, ბევრი მათგანი ამბობს: სიცოცხლის 1 წელიც კი არ დამრჩა, ამიტომ აჯობებს დავკავდე იმით, რაც მინდა… მე გამოვასწორებ ჩემს ოჯახურ მდგომარეობას… ბოლოსდაბოლოს წავალ ეგვიპტეში და ვნახავ პირამიდებს, ამაზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება… ვისწავლი ვიოლინოზე დაკვრას… დავწერ წიგნს… და ა.შ.


1 წლის შემდეგ კი ისინი ამბობენ: “იცით, საოცრებაა, რომ ისევ ცოცხალი ვარ. ექიმი ამბობს, რომ ჩემი სიმსივნე გაქრა. უნაურია, ეს როგორ მოხდა?”


სინამდვილეში ისინი გადარჩნენ, რადგან მათ დაიწყეს ცხოვრება.



image


ლე შანი, იმასაც აღნიშნავს, რომ ცხოვრების რადიკალურად შეცვლა ხშირად ფინანსური პრობლემების გამო შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია ადამიანმა იპოვოს ალტერნატივა, რაც მისცემს შესაძლებლობას ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი აარიდოს ამ დაავადებას.


აუცილებელია სიყვარული, როგორც ცხოვრების წესი - როცა გიყვარს და ამ სიყვარულის სანაცვლოდ არაფერს ითხოვ.


რაც უფრო უკეთ გვესმის საკუთარი თავის, მით უფრო ნაკლებად ვადანაშაულებთ სამყაროს. ექიმი აღნიშნავს, რომ ბავშვები არავის ადანაშაულებენ, ისინი გრძნობებით ცხოვრობენ. თუ სთხოვთ ბავშვს, დაგიხატოთ თუ რაზე ოცნებობს ის, მაშინვე დაიწყებს ხატვას. და თუ ამას ეტყვით ზრდასრულ ადამიანს ის გიპასუხებთ: ”ჯობია ტესტირება გადავდოთ შემდეგი კვირისთვის, კიდევ ერთხელ კარგად დავფიქრდები, რა მინდა ცხოვრებისგან”.


image


ლე შანი, თავისი პრაქტიკიდან იხსენებს რამდენიმე პაციენტს:


რობერტი ითვლებოდა კარგ სპეციალისტად, არ უჩიოდა ჯანმრთელობას, მაგრამ 65 წლის ასაკში გადაწყვიტა პენსიაზე გასვლა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მოევლო შვილიშვილისთვის, მაგრამ მისი შვილი ცოლს გაეყარა და ბავშვი წაიყვანეს სხვა ქალაქში. ცხოვრებამ რობერტისთვის აზრი დაკარგა. ის არაფრით იყო დაკავებული, მთელი დღეების მანძილზე, უმიზნოდ დაეხეტებოდა სახლში, დაეწყო აპათია, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და მალე დაუსვეს დიაგნოზი - კიბო. სწორედ ამ დროს მასთან მოუწია შეხება ლე შანს. ფსიქოლოგი წერს, რომ პირველივე გასაუბრებაზე მიხვდა, რომ რობერტს ცხოვრების სტიმული ჰქონდა დაკარგული. ფსიქოთერაპიულ სეანსებზე ლე შანმა პაციენტს ურჩია, აღედგინა დაკარგული ინტერესი პოლიტიკისადმი და ურჩია ერთ-ერთ ორგანიზაციაში გაწვერიანება, რომელიც სოციალური პრობლემის კუთხით მუშაობდა. ახალ ხალხთან კონტაქტმა, ახალმა პასუხისმგებლობებმა, აქტიურმა ცხოვრებამ ჯერ შეაჩერა სიმსივნის ზრდა, შემდეგ კი მოხდა სიმსივნის გაქრობა.



image


ლე შანი კიდევ ერთ მაგალითს იხსენებს თავისი პრაქტიკიდან:


ნატალია, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ბრაზილიაში შემდეგ კი ქმართან და შვილებთან ერთად გადავიდა ლონდონში, იძულებული გახდა თავისი დრო მთლიანად თავისი ქალიშვილებისა და ქმრისთვის დაეთმო, თავის საქმეებს უკვე მექანიკურად აკეთებდა, საკუთარი თავი აღარ ახსოვდა, კიბოს დიაგნოზის შემდეგ, ექიმმა ლე შანმა მას ურჩია ბრაზილიაში დაბრუნება და იმ საქმის კეთება რაც სურდა, ნატალია დაბრუნდა ბრაზილიაში, დაიწყო სამსახური და ბავშვებთან მუშაობა, რაც მას დიდი სიამოვნებას ანიჭებდა. ის თავს უკეთ გრძნობდა. კიბო გაქრა და აღმოჩნდა, რომ მისი ქალიშვილები და ქმარი ნატალიას ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც მშვენივრად უვლიდნენ თავს.



image


კიდევ ერთი მაგალითი ლე შანის პრაქტიკიდან:


მარიას ჰქონდა კარგი სამსახური, ბევრი მეგობარი და მის ირგვლივ მყოფები თვლიდნენ, რომ მან ცხოვრებაში ბევრს მიაღწია. და მოულოდნელად, მარიას დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. პირველივე სემინარზე ექიმ ლე შანთან, მარიამ აღმოაჩინა, რომ დიდი ხნის მანძილზე დათრგუნული იყო იმ ფაქტით, რომ არასდროს იყო გათხოვილი და არ ჰყავდა შვილები, რაზეც ოცნებობდა და მისი კოლეგების რეაქცია ამ ფაქტზე. მან იცოდა, რომ მისი კოლეგები მას მიიჩნევდნენ შინაბერად და ამას ძალიან განიცდიდა.


ლე შანმა სთხოვა გაეხსნეებინა მისი ცხოვრებიდან ყველაზე ბედნიერი პერიოდი. აღმოჩნდა, რომ მარია ყველაზე ბედნიერად თავს გრძნობდა ახალგაზრდობაში, როცა მუშაობდა უნარშეზღუდულ ბავშვებთან მასწავლებლად. ლე შანმა მას შესთავაზა პედაგოგიურ კოლეჯში სიარული. “კი მაგრამ 40 წლის ასაკში?” გაუკვირდა პაციენტს. ლე შანმა დაჟინებით მოითხოვა მისგან ამ ნაბიჯის გადადგმა. ახალგაზრდებთან ერთად ყოფნამ, მარიას ცხოვრების ხალისი დაუბრუნა, ის თავს კარგად გრძნობდა. 1 წლის შემდეგ კი პატარა სკოლა გახსნა უნარშეზღუდული ბავშვებისთვის. კიბო - გაქრა.


სიხარულის ხშირი განცდა და საკუთარი თავის რეალიზაცია - ყველაზე ძლიერი წამალია.



image


ლელა მოწყობილი



ასევე ნახეთ:


ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


როგორ აისახება ჩვენი ფიქრები და ემოციები ჩვენივე ცხოვრებაზე


5 რამ, რაც მგრძნობიარე ადამიანის ფსიქიკას ანგრევს


10 სახის ენერგოვამპირი, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ


ფარული დეპრესიის 5 ნიშანი



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24




სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
7391
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
7391
  
2019, 4 ოქტომბერი, 22:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1