სხვა "თეთრკანიანი ქალღმერთები“ - იცით, რატომ მალავენ ჩინელები სახეს სანაპიროზე? 2019, 4 ოქტომბერი, 13:24 ევროპელებისგან განსხვავებით, რომლებიც ლამაზი ნამზეურისთვის სანაპიროებსა და სოლარიუმებში საათობით ირუჯებიან, ცისქვეშეთის მცხოვრებლები მზის სხივებს ყველანაირად ერიდებიან, რათა კანის არისტოკრატიული სითეთრე შეინარჩუნონ.მოდა არისტოკრატიულ თეთრ კანზე გუშინ არ გაჩენილა. უძველესი დროიდან, ჩინური არისტოკრატია ფიზიკური შრომისაგან საკმაოდ შორს იყო, ისინი ძირითადად უფრო ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდნენ, მაშინ როდესაც, უბრალო, მშრომელი ხალხი იძულებული იყო ლუკმა -პურის საშოვნელად ბრინჯის ყანებში საათობით, ფიზიკურად ემუშავათ.რიგით ჩინელებს მონური შრომა და მზეზე მუდმივი ყოფნა არისტოკრატიულ თეთრ კანზე ოცნების საშუალებასაც კი არ აძლევდა. მათი კანი საათობით მზეზე ყოფნისგან მუქდებოდა და რუჯი ზამთარშიც კი არ გადასდიოდათ. მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა თუმცა, სტერეოტიპი, რომ "ფერმკრთალები" მხოლოდ არისტოკრატები არიან, ჩინეთში დღემდე შემორჩა.ამიტომ ჩინელების უმრავლესობა, როგორც უფროსები, ასევე ბავშვები, ნამზეურისგან თავის დაცვას ყველა არსებული საშუალებით ცდილობენ. სხვათა შორის, სახის ფერმკრთალი კანის შენარჩუნებაზე არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც, ერთნაირი მონდომებით ზრუნავენ. როგორც ცნობილია, ჩინეთში ბოლო წლებში, ყველაზე პოპულარულ კოსმეტიკურ საშუალებად სწორედ, კანის მათეთრებელი პროდუქტები ითვლება.ჩინეთში, კანის მათეთრებელი და დამცავი საშუალებების გარდა, შეიძლება "ფეისსქინსაც" კი წააწყდეთ. ეს აქსესუარი სულ ცოტა ხნის წინ, იქნა გამოგონილი და უკვე ადგილობრივ მოსახლეობაში უდიდესი პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს. სანაპიროზე პრაქტიკულად ყოველი ჩინელი დამსვენებელი, სახეზე სწორედ ამ ე.წ. - სახის "საცურაო კოსტიუმს" ირგებს და მზეს ასე ეფიცხება."ფეისსქინი" რეზინის ნიღაბს წარმოადგენს, რომელიც თვალის, ცხვირისა და პირს ადგილებზეა ამოჭრილი. მას ჩინელები როგორც მზეზე ყოფნისას, ასევე ცურვის დროსაც იყენებენ. დღესდღეობით, გაყიდვაში ამ ნიღბების უამრავი მოდელია წარმოდგენილი, ხოლო მათი ფერთა შეხამება ყველაზე პრეტენზიული გემოვნების მქონე მოდის მიმდევარსაც კი დააკმაყოფილებს.412 1-ს მოსწონს |