x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ცოლი, ქმარი და საყვარელი... ორიგინალური მიდგომები!

image



კმაყოფილი ცოლი...


მდიდარი ცოლ-ქმარი ძვირადღირებულ რესტორანში ვახშმობდა.

მოულოდნელად, მათ მაგიდასთან ლამაზი ახალგაზრდა ქალი მივიდა, მამაკაცს გადაკოცნა და უთხრა:
— მოგვიანებით შევხვდებით, საყვარელო!
ცოლი შოკში ჩავარდა. შეხედა ქმარს გაფართოებული თვალებით და უთხრა:
— ვერ გავიგე, ეს რა იყო???
ქმარმა, თითქოს, არაფერი მომხდარაო, ვახშმობა გააგრძელა:
— ჩემი საყვარელია – თქვა მან უდარდელად.
— რა?! გაყრას მოვითხოვ!!!
— პრობლემა არ არის. – გაყრაზე თანხმობა განაცხადა ქმარმა. – მაგრამ, გაითვალისწინე, თუ დავშორდებით, პარიზში ვერ ივლი საყიდლებზე, ზამთარში კარიბებზე ვერ წახვალ, დაივიწყებ ლექსუსს და გოლფის კლუბს. შენი გადასაწყვეტია ძვირფასო? – ჰკითხა ბოლოს ცოლს.
სწორედ ამ დროს, ცოლმა შეამჩნია, რომ მათი საერთო მეგობარი, ბიზნესმენი, რესტორანში შემოვიდა, მისთვის უცნობ ქალთან ერთად და ქმარს ჰკითხა:
— ჯეკთან ერთად ვინ არის?
— მისი საყვარელია – უპასუხა ქმარმა.
— ჩვენი ბევრად ლამაზია! – თქვა ცოლმა.



ქმარმა, ხუმრობით, ცოლს სთხოვა, იტალიიდან გოგო ჩამომიყვანეო...


ქალი იტალიაში კონფერენციაზე მიდიოდა. ქმარმა აეროპორტში წაიყვანა და დამშვიდობებისას, ცოლმა ჰკითხა:
— მადლობა, ძვირფასო. იტალიიდან რა ჩამოგიტანო?
კაცმა გაუღიმა და უპასუხა:
— იტალიელი გოგონა!
კონფერენცია დასრულდა და ქალი სახლში დაბრუნდა. ქმარი მას აეროპორტში დახვდა და ჰკითხა:
— აბა, რა ქენი, საყვარელო, კარგად იმგზავრე?
— ძალიან კარგად.
— და, ჩემი საჩუქრის, რა ქენი? – ისევ იხუმრა ქმარმა.
— რომელი საჩუქარი? – გაიკვირვა ცოლმა.
— აი, რომ გთხოვე – იტალიელზე!
— ა, მაგაზე მეკითხები? აბა რა გითხრა? მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე... ახლა 9 თვე უნდა დავიცადოთ, რომ გავიგოთ, გოგოა თუ არა.



ძუნწი ქმრის ანდერძი


ერთი მამაკაცი, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, მუშაობდა და ფულს ძალიან ხელმომჭოირნედ ხარჯავდა. როდესაც საქმე ფულს ეხებოდა, მას სიძუნწეში ტოლი არ ჰყავდა, რადგან ფული ყველაზე მეტად უყვარდა ქვეყანაზე. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან ცოლს უთხრა:

— მისმინე, როდესაც მოვკვდები, მთელი ჩემი დანაზოგი კუბოში ჩამიდე. მინდა, რომ ჩემი ფული, იმ ქვეყნად, თან წავიღო.
ქალი გულწრფელად დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა და ფულს, უკანასკნელ ცენტამდე, საფლავში ჩაატანდა. ამის შემდეგ, ის სულ მალიე, გარდაიცვალა. დასაფლავების დღეს, შავებში ჩაცმული ქვრივი, თავის საუკეთესო მეგობართან ერთად, კუბოსთან იჯდა. როდესაც გაცილების ცერემონია დასრულდა და კუბოსთვის სახურავი უნდა დაეხურებინათ, ის წამოდგა და დაიძახა:

— ერთი წუთით, მოიცადეთ!

მას ხელში ფეხსაცმლის ყუთი ეჭირა. ქალი კუბოსთან მივიდა და ის შიგნით ჩადო. ამის შემდეგ, კუბოს დახურეს და წაიღეს.
— იმედია, არ გაგიჟდი და მთელი ფული მაგ ბებერ ძუნწს არ გაატანე? — ქალის საქციელით აღშფოთებულმა მეგობარმა ჰკითხა მას.

ქვრივმა კი უპასუხა:

— დიახ, ფული ჩავაყოლე, როგორც შევპირდი. მე მორწმუნე ვარ და ტყუილს ვერ ვიტყოდი. შევპირდი, რომ ფულს კუბოში სრულად ჩავდებდი და ასეც მოვიქეცი.

— გინდა თქვა, რომ მთელი ფული სამარეში გაუშვი? — გაიკვირვა მეგობარმა.

— რა თქმა უნდ, — უპასუხა ქვრივმა, — მე მოვაგროვე მისი ფული, ჩავრიცხე ბანკში ჩემს ანგარიშზე, ხოლო მას, მთელს თანხაზე, ჩეკი გამოვუწერე.



ვილა 1 დოლარად


«იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი»

«ბოდვა!» — გაიფიქრა უსახლკარომ და გაზეთი გადააგდო.
ის ეზო-ეზო დადიოდა და საკვებს ეძებდა. ერთ ქუჩაზე, განცხადებების დაფაზე ფურცელი იყო მიკრული, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა:

«იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი»

«ტექსტში შეცდომა იქნება.» — გაიფიქრა «ბომჟმა» და გზა გააგრძელა. როდესაც გამზირზე გავიდა, დიდი ბანერზე რეკლამით დაინახა:

«იყიდება 3 სართულიანი ვილა, აუზით და ბაღით, ზღვის სანაპიროზე. ფასი 1 დოლარი»

«ბომჟი» დაფიქრდა. დაინტერესდა, თუ რომელ სულელს შეეძლო მსგავსი განცხადების გაკეთება. მას დასაკარგავი არაფერი ჰქონდა, გარდა იმ ერთი დოლარისა, რომელიც ჯიბეში ედო და განცხადებაში მითითებულ მისამართზე წავიდა. როდესაც ადგილზე მივიდა, მართლაც დაინახა ვილა. გაუბედავად დარეკა ზარი. კარი, შუახნის, ლამაზმა ქალმა გაუღო.
— უკაცრავად! განცხადებასთან დაკავშირებით გაწუხებთ. რაც იქ წერია, ხუმრობა არის, არა?
— არა, არა! ყველაფერი სწორია.
— მე ფასზე გეკითხებით. 1 დოლარი? ეს ასეა?
— დიახ. 1 დოლარი. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ სახლი დაათვალიეროთ.
რა თქმა უნდა, «ბომჟს» ყველაფერი მოეწონა. მისცა ქალს თავისი 1 დოლარი და გახდა მდიდრული ვილის მფლობელი. მაგრამ, გადაწყვიტა გაეგო, თუ რატომ ღირდა ვილა ასეთი იაფი? კითხვაზე ძველმა მფლობელმა ღიმილით უპასუხა: «ჩემმა ქმარმა, სიკვდილის წინ, ანდერძში ჩაწერა, რომ ჩვენი ვილა გამეყიდა და აღებული თანხა, მისი საყვარლისთვის გადამერიცხა. და მე, ჩემი ქმრის ანდერძი შევასრულე! განცხადება, ვილის გაყიდვის თაობაზე, 6 თვის წინ გავაკეთე და თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც გამომეხმაურა... აბა, ყოველივე კარგს გისურვებთ» – თქვა და წავიდა.



ცოლი, ქმარი, საყვარელი — არანაირი კითხვები და ეჭვიანობა


ბუტიკში კარგად ჩაცმული და მოვლილი ახალგაზრდა ქალი შევიდა, ოდნავ მელოტ, ასე 50 წლის, არასპორტული გარეგნობის მამაკაცთან ერთად. კაცს ხელზე ოქროს საათი ეკეთა, ხოლო თითზე ისეთივე საქორწინო ბეჭედი, როგორიც ქალს. — ე.ი. ქმარი იყო. მას სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც უნდა ჰქონდეს კაცს მაღაზიაში, რომელშიც ყველაფერი მხოლოდ ქალებისთვის იყიდება. ქალმა ყველაზე ძვირადღირებული კაბა აირჩია, დიდხანს იზომავდა და თან სიამოვნებისგან კვნესოდა. ქმარს მალე მოწყინდა მეუღლის საქციელი და კაბა უყიდა, რომელიც 3 000 დოლარი ღირდა!

მეორე დღეს, იგივე ქალი უკვე სხვა მამაკაცთან ერთად შევიდა იგივე ბუტიკში. ამჯერად, მისი პარტნიორი ახალგაზრდა, მაღალი, სპორტული აღნაგობის, საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცი იყო და მასაც ეკეთა ქორწინების ბეჭედი. მაგრამ, განსხვავებული...

ქალმა ზუსტად ისეთივე კაბას აიღო, წინა დღეს რომ იყიდა და ისევ ჩაიცვა. გამყიდველები დისციპლინირებულები იყვნენ და არაფერი შეიმჩნიეს. ქალი ისევე მოიქცა, როგორც წინა დღეს. თუმცა, უფრო ხმამაღლა და დამაჯერებლად კვნესოდა. მამაკაცი დიდხანს ორჭოფობდა... ბოლოს, მაინც გატყდა და 3 ათასი დოლარო გადაიხადა. ქალმა, მოჭარბებული მადლიერების გრძნობით და ბედნიერებისგან გაბადრული სახით, მას ტუჩებში კოცა და წავიდნენ.
მესამე დღეს, იგივე ქალი, ბუტიკში მარტო შევიდა და ორიდან, ერთ კაბა უკან დააბრუნა.

P.S. ქმარი დარწმუნებულია, რომ კაბა მან უყიდა. დარწმუნებულია საყვარელიც, რომ კაბა მისი ნაჩუქარია. არანაირი კითხვები და ეჭვიანობა. ხოლო ქალს, სამი ათასი დოლარი და უმშვენიერეს კაბა დარჩა.

imageimageimageimageimageimageimage







0
438
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0