x
image
intermedia.ge
Mediator image
პრაქტიკულ აკადემიაში მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსი იწყება
image


პრაქტიკულ აკადემიაში მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო. პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვეა. ამ პერიოდის განმავლობაში კურსის სტუდენტები შეისწავლიან თანამედროვე მულტიმედია ჟურნალისტიკისთვის აუცილებელ ყველა მიმართულებას, ისინი შეიძენენ ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ შრომით ბაზარზე კონკურენტულს გახდის. აკადემია სტუდენტებს დასაქმებაშიც უწყობს ხელს.


როგორც აკადემიის წარმომადგენლები განმარტავენ, პროგრამაზე სწავლა შეუძლია18 წელს ზემოთნებისმიერ ადამიანს. განსაკუთრებული უნარები ან ცოდნა სავალდებულო არ არის. საჭიროა მხოლოდ, მულტიმედია ჟურნალისტიკის შესწავლის სურვილი.


პროგრამის მთავარი უპირატესობაა თეორიული სწავლის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებულობა. პროგრამის სილაბუსიაგებულიასასემინაროშეხვედრებსადაპრაქტიკულმეცადინეობებზე. საწყის ეტაპზე სტუდენტები ესწრებიან ინტენსიურ სემინარებს, შემდეგ კი 9 კვირისგანმავლობაშიიძენენპრაქტიკულუნარ-ჩვევებს 5 სხვადასხვაპლატფორმაზეპრაქტიკულსამუშაოებშიჩართულობით. კურსი მოიცავს მოწვეულ სპიკერებთან შეხვედრებსაც. პროგრამის დასასრულს კი მონაწილეები ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობენ.



პრაქტიკული აკადემია თანამშრომლობს მედია საშუალებებთან და კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდენენ შემდეგ ორგანიზაციებში: PalitraNews;რადიოპალიტრადაგაერთიანებულინიუსრუმი.


პრაქტიკულ აკადემიაში მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე სწავლის საფასური 600 ლარია. მესამე ნაკადი სწავლას ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყებს. რაც შეეხება პირველი და მეორე ნაკადის კურსდამთავრებულებს, მათი ნაწილი პარტნიორ ორგანიზაციებშია დასაქმებული, ნაწილი კი - სხვადასხვა მედია საშუალებებში.

პრობგრამაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

0
10
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0