საზოგადოება „ნინის კითხვის საათი“ – „ბიბლუსის“ პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს 2019, 3 ოქტომბერი, 10:32 გახსოვდეს, რომმოკვდები. ესაასაუკეთესოგზა, რითაცრაიმესდაკარგვაზეფიქრსვანებებთავს. შენუკვეშიშველიხარ. არარსებობსმიზეზი, რისგამოცსაკუთარგულსარუნდამისდიო, - ეს სიტყვები მსოფლიოს უდიდესინოვატორსა და კომპანია “ეფლის“ თანადამფუძნებელს სტივ ჯობსს ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა. მსოფლიოს ინოვატორები გლობალური შთამაგონებლები არიან, ჩვენ გარშემო კი არსებობენ ან არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამას ყოველდღიურად აკეთებდნენ. აკეთებდნენ გულით და სჯეროდათ, რომ ეს სწორი გზა იყო. თუნდაც ჩვენ გვერდით აღარ იყვნენ, ეს ადამიანები თავიანთი საქმის და იდეების წყალობით არასდროს უჩინარდებიან. ძალიან განვიცდით, როცა ჩვენ გვერდით მყოფი ენთუზიასტები და ინოვატორები ხელიდან გამოგვეცლებიან, რადგან ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, არ ვუღალატოთ მათ, გავაგრძელოთ ის, რისიც ასე ძალიან სჯეროდათ. ასეთია 30 წლის ნინი ჯაფარიძის ისტორიაც, რომელმაც 4 თვის წინ უეცარი გარდაცვალებით თანამშრომლებს და ნაცნობებს თავზარი დასცა. ნინიმ კომპანია „ბიბლუსში“ განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი, მათ შორის იყო „კითხვის საათი“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი და წიგნებზე შეყვარებული ადამიანები ბავშვებს სხვადასხვა ნაწარმოებს უკითხავდნენ და სახალისო აქტივობებში რთავდნენ. მალე პროექტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. როგორც მისი თანამშრომლები აღნიშნავენ, ნინი საქმეში მთელ ენერგიასა და ძალისხმევას დებდა, „ორშაბათობით, გაბრწყინებული თვალებით გვხვდებოდა ხოლმე და გვიზიარებდა ღონისძიების დეტალებს. განსაკუთრებით ბედნიერი იყო, როდესაც ბევრი ბავშვი მოდიოდა კითხვის საათზე“, - იხსენებენ თანამშრომლები. პროექტის მიმდინარეობის დროს ნინი ბავშვს ელოდებოდა, ამიტომ პატარებისთვისცოდნის მიცემასა და გახალისებასთან დაკავშირებული პროექტი მისთვისგანსაკუთრებით, ემოციური უნდა ყოფილიყო. „ნინი იყო კითხვის საათის ორგანიზატორი. ის გეგმავდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო სტუმარი, როდის უნდა ჩატარებულიყო, როგორი საჩუქრები უნდა გადაგვეცა ბავშვებისთვის. არცერთი კითხვის საათი არ გაუცდენია. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდა ამ პროექტს. შემიძლია ვთქვა, რომ მისთვის ეს პროექტი ძალიან ბევრს ნიშნავდა. თანამშრომლებთან ძალიან თბილი ურთიერთობა ქონდა. რჩევის საკითხავად როდესაც მივმართავდით, ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა“, - იხსენებს „ბიბლუსის“ მარკეტინგის სპეციალისტი თაკო ღაჭავა. სამწუხაროდ, ნინი ჯაფარიძემ საკუთარი შვილის გაცნობა ვერ მოასწრო, თუმცა არაერთი ბავშვის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, „კითხვის საათი“ „ნინის კითხვის საათად“ გადაქცეულიყო და ბავშვებისთვის ისეთივე სიხარული მიენიჭებინა, როგორც იმ დროს, როცა პროექტს ნინი ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. შედეგად, წელს პროექტი უკვე მეორედ, ჭავჭავაძის 7-სა და კანდელაკის 7–ში მდებარე „ბიბლუსი გალერეას“ ფილიალებში შედგება. გასულ წელს მასში ჩართულები იყვნენფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, მასწავლებელი ლადო აფხაზავა, პოეტი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, მამა პეტრე კოლხი და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ასევე, პროექტში ჩართული იყო მწერალი, პროზაიკოსი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც. როგორც თავად იხსენებს, მასზე ნინი ჯაფარიძის ენთუზიაზმმა და სულისკვეთებამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „მე მგონია, საკუთრივ კითხვის საათი არის შესანიშნავი ინიციატივა, მაგრამ მას რომ ნინის სახელი დაერქვა, ესეც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ნინი არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო ახლოს იყო წიგნთან და წიგნის პოპულარიზაციასთან. ნინი წიგნის ჩუქების დღის აქციასთან დაკავშირებითმომზადების პერიოდში გავიცანი და შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. მე ის ბრწყინვალე პროფესიონალად დამამახსოვრდა“, - იხსენებს გიორგი კეკელიძე, რომელიც პროექტში თავადაც ჩაერთვება. „ნინის კითხვის საათზე“ დასწრება წელსაც ბევრი ბავშვის საყვარელი საქმე გახდება, წელსაც ბევრი მათგანი გახდება წიგნის ერთგული, რაც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საქმეა იმ საქმეებს შორის, რაც შეიძლება, ადამიანმა გააკეთოს. 28 1-ს მოსწონს
|