x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით, რატომ ატარებენ ირანელი ქალები "ულვაშებს“?

image


ირანი - მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების უნიკალური ქვეყანაა, რომლის არაერთმა წეს -ჩვეულებამ შეიძლება დასავლელი ადამიანის გაოცებაც კი გამოიწვიოს. თუმცა, თითოეულ ტრადიციას თავისი ისტორია და მიზეზი გააჩნია.


image


მაგალითად, ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ირანელ ქალბატონები უცნაურ ნიღბებს - ე.წ "ბურკებს" ატარებენ, რომელიც შორიდან ერთგვარ ულვაშს მოგაგონებთ. არა, ირანელი ქალები ულვაშს ნამდვილად არ ატარებენ, თუმცა ეს დეტალი ტრადიციული კოსტიუმის ნაწილია, რომელიც ჰიჯაბთან ერთად გამოიყენება.

image


"ბურკას" დანიშნულება არ არის სახის ბოლომდე დაფარვა, ის მხოლოდ ქალის იდენტობის განმსაზღვრელი და მისი გარეგნული სილამაზის ხაზგასასმელად გამოიყენება. "ბურკა" - ყველაზე ხშირად ინგლისურენოვან წყაროებში გვხვდება, ხოლო თავად ირანელები მას - "რუბანდს", "ნიქაბს" ან "ჩეშმბანდს" უწოდებენ.


image


ირანში "ბურკა" - ტრადიციული ქალის თავსაბურავის სახეობას წარმოადგენს, რომელიც სახის ნაწილს ფარავს და ის უფრო ნიღაბს მოგაგონებთ, მას ძირითადად ირანის სამხრეთით მდებარე, ჰორმოზგანის პროვინციაში მცხოვრები ქალები ატარებენ.


image


საუკუნეების განმავლობაში ქალის თავსაბურავის ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა: ის, მის სახეს მცხუნვარე მზისა და ქვიშისგან იცავდა. თუმცა, დღესდღეობით ირანელი ქალები მას ნაკლებად იყენებენ და ის უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციათაგან უკვე არც ერთს აღარ ასრულებს.


image




0
591
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
591