x
image
ღიმილიანი
"სანამ მხოლოდ  სიყვარული არ დარჩება შენში!" - ცხოვრების ღრმა ანალიზი 93 წლის ბერტ ჰელინგერისგან
image


ბერტ ჰელინგერი 93 წლის გერმანელი ყოფილი მღვდელია, რომელიც ღვთისმსახურების დატოვების შემდეგ ფსიქოთერაპევტი და მწერალი გახდა. ბევრისთვის მიუღებელია მისი თამამი მოსაზრებები და მის მიერ წამოჭრილი სხვადასხვა ტაბუდადებული თემები, თუმცა როგორც თავად ამბობს, მისი მოწოდებაა ადამიანების დახმარება და წინამძღვრობა. მას სურს უერთგულოს ადამიანებს და არა იდეალებს და არ ეშინია, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მისი გზა მიუღებელი იქნება.


ფსიქოთერაპევტს მტკიცედ სჯერა, რომ თავისი საქმიანობოთ წვლილი შეაქვს ადამიანების აღზრდასა და განვითარებაში.


გთავაზობთ მის ჩანაწერს "ცხოვრება", რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ:



ცხოვრება იმედებს გაგიცრუებს, იმისათვის რომ შეწყვიტო ილუზიებით ცხოვრება და დაინახო რეალობა.


ცხოვრება იქამდე არ შეწყვეტს შენი ყველა ცრურწმენის დამსხვრევას, სანამ არ მიხვდები, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი.


ცხოვრება არასოდეს დაგტოვებს მარტო. ასე რომ, მორჩი თავის დადანაშაულებას და მიიღე ყველაფერი ისე, როგორც არის.


ცხოვრება იქამდე წაგართმევს ყველაფერ იმას, რაც გაქვს, სანამ არ შეწყვეტ წუწუნს და ისწავლი მადლიერებას.


ცხოვრება გიგზავნის კონფლიქტურ ადამიანებს იმისათვის, რომ თავად განგკურნოს და გაგათავისუფლოს. ( უნდა შეწყვიტოთ გარეგნული მიზეზების ძებნა და დაიწყოთ საკუთარი შინაგანი სამყაროს განწმენდა.)


ცხოვრება იქამდე დაგანარცხებს მიწაზე, სანამ შენთვის განკუთვნილი გაკვეთილის სწავლას არ გადაწყვეტ.


ცხოვრება გზაზე გამოგიყვანს და უამრავ გზაჯვარედინს გაჩვენებს იქამდე, სანამ არ მოეშვები ყველაფრის გაკონტროლებას და არ ისწავლი - გაყვე დინებას.


ცხოვრება გზაზე დაგახვედრებს მტრებს იქამდე, სანამ არ შეწყვეტ მათთვის პასუხის გაცემას.


ცხოვრება გაშინებს და შეგაშინებს იმდენჯერ და იქამდე, სანამ არ მოერევი ყველა შიშს და საკუთარ რწმენას არ დაიბრუნებ.


ცხოვრება წაგართმევს ნამდვილ სიყვარულს ან საერთოდ არ გაღირებს, იქამდე სანამ არ მიხვდები, რომ იგი არ იყიდება.


ცხოვრება დაგაშორებს საყვარელ ადამიანებს იქამდე, სანამ არ გაიაზრებ, რომ შენ მხოლოდ სული გეკუთვნის და არა სხეული.


ცხოვრება იქამდე დაგცინებს, სანამ არ შეწყვეტ ყველაფრის სერიოზულად აღქმას და არ ისწავლი თვითიუმორს.


ცხოვრება იქამდე გაგტეხს და დაგშლის ნაწილებად, სანამ არ მოგიცავს სრული ნათელი.


ცხოვრება იქამდე აგიჯანყდება, სანამ არ შეწყვეტ მის გაკონტროლებას.


ცხოვრება გამოგიგზავნის ერთსა და იმავე შეტყობინებას, თუ საჭირო იქნება დაგიყვირებს და შემოგარტყამს კიდევაც, იქამდე, სანამ არ შეიგნებ.


ცხოვრება გამოგიგზავნის შტორმსა და ელვას, სანამ არ გამოგაღვიძებს.


ცხოვრება შეგარცხვენს და ბევრჯერ დაგამარცხებს იქამდე, სანამ არ გადაწყვეტ შენი ნებით მოერიო საკუთარ ეგოიზმს.

ცხოვრება იქამდე არ მოგცემს ყველაფერს საუკეთესოს, სანამ მხოლოდ შენთვის ისურვებ და არა სხვებისთვის და სანამ თავად არ დაიმსახურებ.


ცხოვრება წაგართმევს შენს ყველა სასწაულს იქამდე, სანამ არ შეიგნებ, რომ ყველაფერი სასწაულია.


ცხოვრება შეამოკლებს შენს დროს, ასე რომ შენ მოსასწრები გექნება - იცხოვრო.


ცხოვრება იქამდე დაგცინებს, სანამ არაფერი და არვაინ არ გახდები და შემდეგ გახდები - ყველა და ყველაფერი.


ცხოვრება არ მოგცემს იმას, რაც გინდა, არამედ იმას, რაც გჭირდება განვითარებისთვის.


ცხოვრება გატკენს და დაგტანჯავს იქამდე, სანამ არ გათავისუფლდები შენი ახირებებისა და აგრესიისგან და არ დაიწყებ ტკბობას საკუთარი სუნთქვით.


ცხოვრება დაგიმალავს საგანძურს იქამდე, სანამ არ ისწავლი მის მოძებნასა და აკრეფვას.


ცხოვრება დაგაშორებს ღმერთს იქამდე, სანამ არ დაინახავ მას ყველგან და ყველაფერში.


ცხოვრება გაფხიზლებს, განაწყენებს, გამსხვრევს და გრწვთნის...

...იქამდე, სანამ მხოლოდ სიყვარული არ დარჩება შენში!


წყარო : https://www.pensarcontemporaneo.com


პორტუგალიურიდან თარგმნა ანი სპარსიაშვილმა







1
378
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
378
  
2019, 17 ოქტომბერი, 15:04
ცხოვრება დაგაშორებს ღმერთს იქამდე, სანამ არ დაინახავ მას ყველგან და ყველაფერში.
0 1 1