x
image
beko777
Mediator image
ჰიტები, რომელიც დროს უძლებს
image„100 წლის შემდეგ“... ამ სიტყვების გაგონებისთანავე ყველას 90-ანები და იმ დროის უდაო ვარსკვლავი, მომღერალი პანჩო (ლევან მგალობლიშვილი) ახსენდება. ეს კი ის ჰიტია, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე პოპულარულობით სარგებლობს მსმენელში, მიუხედავად თაობათა ცვლილებისა. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც ვუყურებდი თუ როგორი, ნოსტალგიანარევი სიამოვნებით უსმენდა პანჩოს ძველსა თუ ახალ სიმღერებს მსმენელი.

მომღერალი 1995 წლიდან გამოჩნდა სცენაზე, მღერის მხოლოდ საკუთარ სიმღერებს და რა თქმა უნდა, ყოველთვის თავისი განუყრელი გიტარის თანხლებით. პანჩოს უკვდავ ჰიტებს შორისაა “ცაში ახედე’’, „უბერავს ქარი“ და უამრავი სხვა, რომელიც დღემდე სასიამოვნოდ ისმინება.

28 სექტემბერს „ნაინ-კლუბმა“ მსმენელს პანჩოს ლაივ-კონცერტით უმასპინძლა, მომღერალმა ყველასთვის ნაცნობ ჰიტებთსან ერთად, როგორც ავღნიშნეთ, ახალი სიმღერებიც შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეპერტუარი რადიკალურად განსხვავდება კლუბური მუსიკისგან, სასიამოვნო დასანახავი იყო, თუ როგორი სიყვარულით შეხვდა მას მსმენელი. თავად მომღერალი ინპროვიზატორია, მისთვის სცენა არ არის რაღაც საზღვრებს შორის მოქცეული სივრცე და აშკარაა, რომ სპორტის სასახლეში 10, 000 ადამიანის წინაშეც იგივე განწყობით მღეროდა რა განყობითაც 100 კაცის წინაშე კლუბში, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ამას - პროფესონალიზმი ჰქვია.

საინტერესოა, რომ საღამოს ორგანიზატორი, ქ-ნი მაცაცო მოტივირებულია ამ მომღერლის კვლავ წინა პლანზე წამოწევით, რაც, ჩვენი აზრით, სწორი pr-ის შემთხვევაში სრულად გაამართლებს და კლუბის მსმენელი და ის სეგმენტი, რომელიც კლუბში ერთობა, მარტივად მიიღებს ქართული სიმღერის ამ ჟანრს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისური კლუბების რაღაც ნაწილში წარმატებულად იმართება ხოლმე 90-იანელების სხვა ვარსკვლავთა კონცერტები, მაგალითად - ჯგუფი „სახის“ (მერე რა, რომ სააკაშვილის გარემოს დაცვის მინისტრის - გოგა ხაჩიძის გარეშე) და „ქუჩის ბიჭების“ (მიუხედავად ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ზურა ხაჩიძის ჩინოვნიკობისა)...


ავტორები
ლეკა ფაჩულია, ბესო ჩუბინიძე

image

0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0