x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პაკისტანელ "კიმ კარდაშიანის" ძმას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

image

27 სექტემბერს მოდელის და ბლოგერის, კანდილ ბალოჩის - "პაკისტანელი კიმ კარდაშიანის" ძმას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.


სასამართლომ სამი წლის შემდეგ მუჰამედ ვასიმს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2016 წელს დის მკვლელობის გამო.
image
მუჰამედმა სასტიკი წამებით მოკლა საკუთარი და: ამოუკერა პირი და ცხვირი, რის შედეგადაც გოგონას სუნთქვის საშუალება არ მისცა.მამაკაცმა დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ და მოკლა "იმ სირცხვილის გამო, რომელიც მან ოჯახს მიაყენა"და არ განიცდიდა სინანულს ჩადენილი საქციელის გამო.
როგორც მუჰამედის ადვოკატი, სარდარ მეხბუბი აცხადებს, დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
image

კანდილ ბალოჩმა (ნამდვილი სახელი - ფაუზია აზიმი) პოპულარობა სოციალური ქსელის მეშვეობით მოიპოვა."პაკისტანელი კიმ კარდაშიანი" აქვეყნებდა თამამ ფოტოებს და ვიდეოებს, სადაც მღეროდა და ცეკვავდა. ბალოჩი ქალთა უფლებების დაუცხრომელი მებრძოლად მოევლინა "პატრიარქალურად მოაზროვნე საზოგადოებას".

image

2016 წლის ივლისში, მუჰამედ ვასიმმა მოკლა თავისი და, როდესაც მშობლების სანახავად მოვიდა. მეორე დღეს მან აღიარა თავისი დანაშაული, თუმცა განაცხადა, რომ არ ნანობს. მხოლოდ ერთმა ძმამ დაუჭირა მხარი მას. აღსანიშნავია, რომ გოგონა Instagram- დან აღებული ჰონორარის დიდ ნაწილს ოჯახს უგზავნიდა, როგორც კანდილის მამა ამბობს, ვასიმი ყოველთვის სიამოვნებით იღებდა დისგან გამოგზავნილ ფულს.
image
0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0