ქალი და მამაკაცი მიმზიდველობის საიდუმლოებები დიტა ფონ ტიზისგან 2019, 29 სექტემბერი, 12:11 დღეს ბურლესკის დედოფლის დაბადების დღეა. 1. " გამოკვეთეთ სხეულის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე მიმზიდველად მიიჩნევთ. კიდევ უფრო უკეთესი - გაალამაზეთ ის, მაგალითად, გაიკეთეთ მასიური კულონი, თუ დიდი მკერდი გაქვთ, გრძელი ყელი მარგალიტის ყელსაბამით გამოკვეთეთ". 2. " 40 წუთს ვუთმობ მაკიაჟის გაკეთებას. აქ ყველაზე მთავარი ტუჩსაცხია. უფრო უკეთესია, თუ ის ბოკალზე წითელ კვალს ტოვებს- ეს ძალიან სექსუალურია. მე გამომწვევად ვტოვებ ანაბეჭდებს ბოკალზე ან თეთრი ჭიქების ნაპირზე – ეს პიკანტურობას მმატებს". 3. მე ნომერი მაქვს, სადაც თითქმის სრულიად შიშველი ვქანაობ კარუსელის ცხენზე, რაც ძალიან სასაცილო და უმანკოა, მაგრამ არა გარყვნილი. სექსუალურობა - ან ბუნებრივი ტალანტია ან წლების განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობა, როგორც ეს მერლინ მონროს ჰქონდა. მეც ნულიდან მომიწია ყველაფრის სწავლა". 4. " არასდროს არ ვარ მზეზე. მზე და სოლარიუმი კანის ბოროტი მტრები არიან და ნაადრევი დაბერების მიზეზები. ამასთანავე, ჩემი აზრით გარუჯული კანი გამოიყურება ... იაფფასიანად, აი ფითქინა კანი კი - ცხოვრების სტილია, ტრენდი და არისტოკრატიზმი". 5. " თითქმის ყოველ დღე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აუზში ვცურავ და არ ვჭამ კალორიულ საჭმელებს". 6. " ყოველ დილას ქაფიანი აბაზანით ვიწყებ. მიყვარს მუსიკის და ჭიქა შამპანურის თანხლებით ნებივრობა. ამას არანაირი კავშირი არ აქვს სუიტასთან. უბრალოდ შესანიშნავია დასვენებისთვის და ტანის მოვლისთვის, პლიუს კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში". 7. " იმისთვის, რომ მამაკაცი მიიზიდოთ, სულაც არაა აუცილებელი ლამაზმანი იყოთ. მიზიდულობა- ეს პირველ რიგში თამაშია". 8. " თუ არის საშუალება სახლში წასვლის და კარგად გამოძინების, ყოველთვის ვიყენებ". 9. " დღესდღეისობით ყველა ცნობილ ადამიანს ჯყავს სტილისტი, რომლიც მისთვის ტანსაცმელს არჩევს. ამიტომაც აღფრთოვანებული ვარ დაფნა გინესით და იზაბელა ბლოუთი - ქალებით, რომლებმაც რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს რისკი, შექმნეს საკუთარი სტილი და ამისთვის არავისთვის გადაუხდიათ". 10. " პუდრი, პომადა და მზისგანდამცავი სათვალე - ესაა ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ რომ მშთამბეჭდავი იყოთ აეროპორტში". 11. " იმის მაგივრად რომ ყოველწუთს შეიცვალოთ, ჯობია თავი იპოვნოთ და საკუთარი უნიკალური სტილი". 12. " არ მეშინია კოსმეტიკის გარეშე გამოჩენის. ამით თავდაჯერებულობას არ ვკარგავ, არაფერს არ ვმალავ. ადამიანები, რომლებიც პირველად მხედავენ კოსმეტიკის გარეშე, ამბობენ : " შენ 16 წლის მოზარდის გარეგნობა გაქვს!" მომწონს პატარა გოგოდ ყოფნა, მაგრამ ეს გარეგნობა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებისთვისაა განკუთვნილი, ჩემი მეგობრებითვის და ჩემი საყვარელი ადამიანისთვის". 13. " ყველა ქალს სჭირდება სულ მცირეოდენი ლამაზი ნივთი საკუთარი თავისთვის. წარმოიდგინეთ, თქვენ დაკავებული ხართ თქვენი ჩვეული საქმით ოფისში ან სახლში და ამავდროულად იცით, რომ რაღაც საიდუმლო გაქვთ. ლამაზი თეთრეული - ეს ის არაა, რაც საყვარელი მამაკაცისთვის უნდა ჩაიცვათ, არამედ საკუთარი თავის გასახარებლად". 14. " ბევრი ამბობს, რომ სტრიპტიზიორად ყოფნა ცუდია. შეიძლება, შეიძლება. მაგრამ, დამიჯერეთ, ოცი ათასი დოლარის მიღება ათწუთიან გამოსვლაში - ძალიანაც კარგია". 15. " თქვენ შეიძლება ყველაზე გემრიელი ატამი იყოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც ატამი არ უყვართ". ასევე ნახეთ რატომ ირჩევენ ახალგაზრდა გოგონები ასაკით უფროს მამაკაცებს? ფრაზები, რომლებითაც კაცის მანიპულირებას შეძლებთ 5 ქვეყანა, სადაც ყველაზე ყოვლისშემძლე ( ტემპერამენტიანი) მამაკაცები ცხოვრობენ ამ შეცდომებს კაცი არასდროს გაპატიებთ რამდენი სექსია საჭირო ბედნიერებისთვის?- ამ კითხვაზე მეცნიერებმა პასუხი გასცეს მამაკაცები ქალის ხმის ტემბრზე ჭკუიდან გადადიან 52 1-ს მოსწონს
|