ქალი და მამაკაცი 5 ქვეყანა, სადაც ყველაზე ყოვლისშემძლე ( ტემპერამენტიანი) მამაკაცები ცხოვრობენ 2019, 12 სექტემბერი, 23:19
სად "იმალებიან" ყველაზე ცეცხლოვანი და ამავე დროს ყველაზე რომანტიული მამაკაცები? ამ ხუთ ქვეყანაში ნამდვილად ცხოვრობენ ოცნების ... ან ფანტაზიის მამაკაცები.
საფრანგეთი რა ასოციაციები გიჩნდებათ თავში ამ ქვეყნის ხსენებისას? ბაგეტი და კრუასანი? ან რას იტყვით ეიფლის კოშკის ქვეშ უბრალო კი არა ყველაზე სახელგანთქმულ "ფრანგულ კოცნაზე"? ერთი ლეგნდის მიხედვით ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონი პიკნიკისთვის კარგ ადგილს ეძებდა. აღმოჩნდა, რომ ახლო-მახლო ერთი სოფელი იყო, რომელიც შეუდარებელი ღვინით იყო ცნობილი. კარეტა მეღვინეების სიახლოვეს გაჩერდა და ქალს ღვინის გასინჯვა შესთავაზეს. დაგემოვნების შემდგ ქალი დაინტერესდა, რა იყო ამ ღვინის ასეთი კარგი გემოს საიდუმლო. მეღვინე ფილიპ ტრუსომ ქალს მოუყვა, რომ ყოველ დღე ვენახში წასვლისას კოცნიდა ყოველ მტევანს. ამ მონაყოლის შემდეგ კაცმა შეეცადა ქალისთვის აეხსნა როგორ აკეთებდა ამას- ასე გაჩნდა ე.წ. "ფრანგული კოცნა". ქალს ისე მოეწონა ეს კოცნა, რომ მის შემდეგ მხოლოდ ასე კოცნიდა ყველა მამაკაცს. ამის შემდეგ ფრანგი მამაკაცები ყველაზე რომანტიულებად და ყოვლისშემძლეებად ითვლებიან: ისინი ლამაზად ეპყრობიან ქალს, ამაზე პარიზის ატმოსფეროც მეტყველებს. ირლანდია ბრუტალურები და უხეშები? არა, ეს მხოლოდ ზოგადი სტერეოტიპია! გულღიაობა- აი რითი გამოირჩევიან მამაცი ირლანდიელები. მართალია, მათგან ფრანგულ რომანტიზმს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ მათ შეუძლიათ საკუთარი ბუნებრივობით, უბრალოებით და მამაკაცურობით მოგხიბლოთ. ბრაზილია ლათინოამერიკელი მამაკაცები ყველაზე მგზნებარე და ვნებიანები არიან: ისინი ამის დამტკიცებას სიტყვებით არასდროს შეეცდებიან, მხოლოდ მათი ცეცხლოვანი ცეკვა ღირს ამის მაგალითად. სახელგანთქმული ტემპერამენტიანები არიან და ქალების გული მონადრიებაც ადვილად შეუძლიათ, მაგრამ მზად იყავით, რომ ამ რომანმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობას არავინ დაგპირდებათ. თუ დაინტერესებული ხართ საკურორტო რომანებით, მაშინ არაჩვეულებრივი არჩევანია ბრაზილიელი მამაკაცი. ინდონეზია, ბალი რათქმაუნდა, ეს არ ეხება ადგილობრივ მკვიდრ მამაკაცებს, არამედ იმ უცხოელებს, რომლებმაც ცხოვრება ამ ადგილას გადაწყვიტეს. ბალიზე ისეთები გადასახლდნენ, ვინც სერფინგით იყო დაინტერესებული და კუნძულიც შესანიშნავი ადგილი ნახეს საცხოვრებლად. აქედან გამომდინარე ქუჩაშიც და ბარებშიც შეგხვდებათ მაღალი, გარუჯული, ქერათმიანი მამაკაცები, რაც ქალის თვალს ძალიან ახარებს. ავსტრალიელები ძალიან გახსნილები და კომუნიკაბელურები არიან, მათთან რომანი კი ნამდვილი სათავგადასავლო ფილმია. იტალია მსოფლიოს მრავალმა სექსოლოგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იტალიელები ყველაზე საუკეთესო საყვარლები არიან. აი ის, რაც მათზე პირველ რიგში უნდა იცოდეთ. სამხრეთული სისხლი ისე დუღს მათ ძარღვებში, რომ მზად არიან საუცხოოდ იზრუნონ თქვენზე, ციდან მთვარეც კი ჩამოხსნან, ოღონდ იქამდე, ვიდრე მათი აპარტამენტის ზღურბლს ფეხს არ გადააბიჯებთ. ასე რომ, თუ იმ კატეგორიის ქალებს მიეკუთვნებით, რომელსაც სამი-ოთხი ღამის ურთიერთობა უნდა, მაშინ იტალიელები აირჩიეთ. ასევე ნახეთ რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ რატომ იზიდავს ქალს დაოჯახებული მამაკაცი გოგომ ბიჭის ღალატი სურათზე ერთი დეტალით გაიგო სექსის 7 სახეობა, რომლებიც ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოს მთავარი ნიშნები, როცა მამაკაცს თქვენგან წასვლა უნდა 216 1-ს მოსწონს
|