საზოგადოება “მე უფრო მაგრად ვგლიჯავდი! მერე გადმოვიღებდი თავგასიებულ მათიკაშვილს, ტუმბოჩკას რომ ჰგავს და ..." 2019, 28 სექტემბერი, 23:44 ![]() პროფესორ გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე პარლამენტის იურიდიული კოპმიტეტის სხდომაზე, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებას ეხმიანება. როგორც რუსუდან შარაძე წერს, სამწუხაროა, რომ მისი და რამდენი მისნაირის გულწრფელი ოცნება, დღეს, ეს გაურკვეველი, მდაბიო და ყველაფრისმკადრებელი ბნელი ტიპები აღმოჩნდნენ. “მე უფრო მაგრად ვგლიჯავდი! მერე გადმოვიღებდი თავგასიებულ მათიკაშვილს, ტუმბოჩკას რომ ჰგავს და შევანარცხებდი ანრი ოხანაშვილს…. ოოოხ, კიდევ რეებს ვიზამდი! „კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“ – მონაგონი იქნებოდა! არა რა, ტანჯულ და ჩაგრულ ბავშვობაგამოვლილ არარაობებს (მატერიალურს არაფერს ვგულისხმობ) ძალაუფლება არ უნდა მისცე! მტერთან ბრძოლა გამიგია, ყველაფერიც გამიგია, მაგრამ ამ სიბინძურეს ვერასდროს გავიგებ. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემი და რამდენი ჩემნაირის გულწრფელი ოცნება, დღეს, ეს გაურკვეველი, მდაბიო და ყველაფრისმკადრებელი ბნელი ტიპები აღმოჩნდნენ.” – წერს რუსუდან შარაძე. 26 სექტემბერს, დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბესელია ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხელით შეეხო. დეპუტატებს შორის თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა. ამავე თემაზე: ინგა გრიგოლია ეკა ბესელიაზე - "ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს..."ჩერგოლეიშვილი ზარდიაშვილზე - "სურვილი გამიჩნდა რომ სადარბაზოსთან დავხვდე"348 1-ს მოსწონს
|