საქართველო სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა(ფოტორეპორტაჟი) 2019, 27 სექტემბერი, 18:02 სოხუმის დაცემიდან დღეს ზუსტად 26 წელი გავიდა. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
- აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა. აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები ბრიტანელი ფოტოგრაფის მაიკ გოლდვოტერის ობიექტივში მოხვდა. - 83 შეფასება არ არის
|