საზოგადოება "ბესელიას სოლიდარობას იმიტომ უცხადებო, რომ შენი დამფუძნებლის რძალი მასთან .." - გრიგოლია ზარდიაშვილის ბრალდებაზე 2019, 27 სექტემბერი, 13:21 გუშინ, ინგა გროგოლიას გადაცემა "რეაქციაში" ვანო ზარდიაშვილის სატელეფონო ჩართვისას, გაჟღერებულ ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. უმრავლესობის დეპუტატმა როგორც პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, ინგა გრიგოლია ბესელიას სოლიდარობას მხოლოდ იმიტომ უცხადებს, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის მეუღლე მასთან მუშაობდა: "რა რთულია საბჭოთა მემკვიდრეობის მოშორება, პირველ რიგში ტვინებში. ვანო ზარდიაშვილი ჩამერთო ტელეფონით გადაცემაში და ბესელიას სოლიდარობას იმიტომ უცხადებ, შენი დამფუძნებლის რძალი რომ მუშაობდა მაგასთანო კაგებემ რომ იცოდა ხოლმე, აი, ისეთი მეთოდებით მიდის ბრძოლა ქართულ პოლიტიკაში, " - დაწერა ინგა გრიგოლიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს, პარტია "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატი ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც უმრავლესობის დეპუტატმა მისი მისამართით შეურცხმყოფელი ეპითეტი გამოიყენა.1484 შეფასება არ არის |