x
image
ელენე გუმა
"ორი კვირის გახსნილი "მთავარის" რეიტინგი 5,07%-ია - კურიერის 5,79%"
image
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, "სხვა ნანუკას" წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც „რუსთავი2“-ის ახალმა ხელმძღვანელობამ სხვა თანამშრომლებთან ერთად აგვისტოსი სამსახურიდან გაუშვა, სოციალურ ქსელში" მთავარისა" და "კურიერის" რეიტინგებს წერს.


მისი თქმით, "სხვა ნანუკასაც" ძალიან კარგი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ ამას, ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.


"და აი, დადგა დრო სიამაყით გაუწყოთ რეიტინგები .

ორი კვირის გახსნილი, ჯერ სატელიტზე არ გასული, "მთავარის" რეიტინგი 5, 07%


და 25 წლის ჩვევის მიუხედავად, "კურიერი", პირველი სატელევიზიო ეთერი 5, 79%...

"სხვა ნანუკასაც" ძალიან კარგი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ ამას, ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ბედნიერი ნანუკა გისურვებთ იგივეს თქვენც" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, 35-დღიანი პაუზის შემდეგ რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება კურიერი ეთერში გუშინ გავიდა.


9-საათიანი გამოშვება ჟურნალისტ ნათია ლაზაშვილს მიყავს.


როგორც ყველამ იცის ლა­ზაშ­ვი­ლი რუსთავი 2-ში არხის და­არსების დღიდან მუშაობდა და 1995 წლიდან 2006 წლამდე მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, 2006-ში კი ტელევიზიის დატოვება მოუწია.


ასევე საინტერესო იყო ის ფაქტი რომ დაბრუნებულმა ლაზაშვილმა პირველი ეთერი იმავე პიჯაკში გამოწყობილმა წაიყვანა, რომლითაც 2006 წელს, ტელეკომპანიის დატოვების დროს ეთერში ეცვა.


რაც შეეხება "მთავარ არხს" ის უმოკლეს დროში, "რუსთავი 2"-დან წასულმა ხელმძღვანელობამ და ჟურნალისტებმა გახსენს. ის სულ რამდენიმე დღეა რაც ეთერშია და პირველ ძალებს იკრეფს.



1
82
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
82
  
2019, 27 სექტემბერი, 9:28
არანაირ ტვ გადაცემას არ ვუყურებ მე, პირადად)) ამბები ჯი, ინტერმედია სრულიად მივსებს საინფორმაციო ,,შიმშილს,,))))
0 1 1