x
image
beko777
ამბავი ერთი ქართული ფილმის დახურული ჩვენებისა - „შინდისი“ მაყურებელს ელის
image

ამბავი ერთი ქართული ფილმის დახურული ჩვენებისა - „შინდისი“ მაყურებელს ელის

ქართული მხატვრული ფილმი „შინდისი“ - მოლოდინი, რომელიც წამებად ითვლება, პერიოდი როცა ერთი სული გაქვს უყურო და იამაყო იმით, რაც ზუსტად იცი, რომ საამაყოა შენი ერისა და ქვეყნისთვის და შიში, - შიში იმისა, რომ ვაითუ ისეთი არ იყოს ფილმი, რომ მომეწონოსო... ჯერ მოლოდინი გრძელდება.

ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მომხდარ რეალურ ამბავზე, როცა სოფელ შინდისში, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა, სამშვიდობო დერეფნის გამოცხადების შემდეგ, მოტყუებით და ომის ყველა დაუწერელი და დაწერილი წესის დარღვევით, ალყა შემოარტყეს ქართველ მებრძოლებს და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, 17 მათგანი ადგილზე მოკლეს, ხუთი მძიმედ დაჭრილი კი, სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სიცოცხლის რისკის მიუხედავად გადაარჩინა (ფილმის 80% ამ თემაზეა აგებული).


შინდისი“- ეს სახელწოდება თავისთავად უკვე დიდ ემოციას იწვევს, იმ ადამიანებში ვისაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი უბრალოდ - ახსოვს.
2019 წლის 25 სექტემბერს, ფილმის პრემიერამდე ორი დღით ადრე, ჟურნალისტებისთვის, დახურული ჩვენება მოეწყო.
პირველი თრეილერის გამოჩენისთანავე „შინდისმა“ დიდი ინტერესი და მოლოდინი გამოიწვია.დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად სარისკოა, როცა ფილმს იღებ, რომელიც რეალურ ამბავს, ნამდვილ ისტორიას და თანაც უახლესს, - ეფუძნება.

არ ვიცი რამდენად მზად არიან იდეის ავტორი (ედმონდ მინაშვილი) და რეჟისორი (დიტო ცინცაძე), თუმცა ვთვლი, რომ სიუჟეტიდან გამომდინარე, ქართველი აუდიტორია ალაბთ კრიტიკული იქნება ფილმის მიმართ (თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე).

გამართლდება თუ არა ხალხის მოლოდინი?! ამას ფილმის პრემიერის შემდეგ შევიტყობთ... მანამდე კი, საკუთარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ: - „შინდისის“ თრეილერის ხილვის შემდეგ, მოლოდინი გაქვს, რომ საბრძოლო ელემენტებით გაჯერებულ „ბოევიკური“ ჟანრის ფილმს იხილავ, თუმცა რეალობა სულ სხვაა, ფილმი უფრო მეტად მხატვრული ელემენტებით არის გაჯერებული, მინიმალური დიალოგებით, სადაც ემოცია ძირითადად მსახიობთა სახის მიმიკით გადმოიცემა, რაც ცოტა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ტოვებს და ჩვენს კითხვაზე ამ თემასთან დაკავშირებით დიტო ცინცაძემ გვიპასუხა, რომ: - ნაკლები დიალოგები და მეტი ემოცია, ეს ჩემი სტილიაო.

აღსანიშნავია, რომ ფილმის „საუნდტრეკად“ გამოყენებული მამა სერაფიმეს არამეული გალობა, საოცარ ეფექტს ახდენს. თუმცა, აქვე დავამატებდი, რომ გალობა კიდევ უფრო დიდ ეფექტს მოახდენდა, თუ მას ფილმის ერთ-ერთ კონკრეტულ ეპიზოდში გააჟღერებდნენ და თუ რა მომენტს ვგულისხმობ, ამ კითხვას ღიად დავტოვებ, ფილმის კინოთეატრებში გამოსვლამდე.
დახურული ჩვენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების რამდენიმე წარმომადგენელმა ფილმის შემოქმედებით კოლექტივს მადლობა გადაუხადა „შინდისისთვის“.


ეპილოგისთვის კი დავამატებდი, რომ - ეს ფილმი ერთხელ მაინც, აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ქართველმა.


ლეკა ფაჩულია (ჟურნალისტი)



0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0