x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
აი ამ კაცს ეძახიან რუსეთის აგენტს ეს ჩახდილი ქათმები...

image

"2002 წლის 13 აპრილი!
დღევანდელ დღეს მიკავშირდებიან კოდორის ხეობიდან და მატყობინებენ რუსული დესანტის გადმოსხმის შესახებ.
სასწრაფოდ ვატყობინებ თავდაცვის მინისტრს ბატონ დავით თევზაძეს და მივფრინავ კოდორში.დესანტი განლაგებულია და ამზადებს სანგრებს სოფელ აჯარაში, წულუკიძეების კუთვნილ სათიბებზე, სადაც ჩვენ აეროპორტი გვქონდა.რო ჩავფრინდით, მე და კობა კობალაძე მივედით პირდაპირ რუსების მეთაურთან და ვკითხე, რატომ გადმოსხით დესანტი !?პასუხად მივიღე, ბრძანება მივიღეო და საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება გვაქვსო.მივხვდი რაშიც იყო საქმე, ვალერი ჩხეიძე უკვე აქ დამხვდა, ანუ დასაზღვევად მათი! ჩემთვის გასაგებია უკვე, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან და ესაა პირველ რიგში საქართველოს მაშინდელი უშიშროება, ვინც მაშინ კურირებდა კოდორის ხეობას პლუს აბხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, რომლებიც აქტიურად გვებრძოდენ და გვესროდნენ ზურგში!
დამიკავშირდა შევარდნაძე "ემზარ რა ხდება"!?რა ხდება და შენმა მინისტრებმა კიდევ ერთი ღალატი ჩაიდინეს, რუსი იძახის მთავრობასთან ვართ შეთანხმებულიო."რა ვქნათ"?
თუ ეხლავე არ წავლენ ალყას შემოვარტყამ და იძულებულს გავხდი, რომ წავიდნენ."მერე ძალები გვეყოფა"?კი გვეყოფა!
რადიო კავშირთან ვინც არიან და ისმენენ ჩემს საუბარს ცხონებული თამაზ კორძაია ჩემი ყოფილი მასწავლებელი, მეუბნება, ემზარ ხომ არ გაგიჟდი ღიად უპირებ რუსებს ბრძოლასო? მე არავის არ უპირებ ბრძოლას მე ვიცავ ჩემს ქვეყანას!ამასობაში ჩამოფრინდა პრეზიდენტი შევარდნაძე, სოხუმიდან კი სამშვიდობოების სარდალი გენერალი ევტეევი.მოლაპარაკებაზე პრეზიდენტს პირობა მისცეს, რომ დესანტი დაუბრუნდებოდა თავის დისლოკაციის ადგილს.
განგაში გამოცხადებული მქონდა უკვე თბილისიდან გადმოფრენის წინ, დაუკავშირდი მონადირის მეთაურს ზურაბ გერლიანს და განგაში გამოვაცხადებინე, რომ ჩამოვედი უკვე ხალხი იკრიბებოდა და საღამოს მიუხედავად იმისა როიმ შორსაა სოფლები უკვე 260 კაცი მწყობრში მყავდა და სხვადასხვა ქალაქებში წასული მეომრებიც დაიძრნენ კოდორისკენ.ასევე კობა კობალაძის გვარდიის წევრები და მოკლეთ ბრძოლისთვის მზად ვართ სულიერად პირველ რიგში.შემოვარტყით ალყა და მთელი ღამე არ დავაძინეთ მშვიდად.მეორე დღე 14 აპრილი სანგრების თხრას აგრძელებენ.მიუვარდით და აუტეხეთ მთელი ჩხუბი და გავაჩერებიეთ თავდაცვითი სამუშაოების წარმოება.შევატყვეთ რომ არ აპირებენ არსად წასვლას პრეზიდენტსაც ვუთხარი რადიოსადგურით და დრო მივეცით ამ დრომდე თუ არ წავლენ სროლას ვიწყებთო.პრეზიდენტმაც თანხმობა გამოგვიცხადა.საღამო ხანი იყო ჩვენ ვემზადებით განკარგულება გაცემული მაქ და ელოდებიან ბრძანებას.მაგარი ნერვების ბრძოლაა ერთი წუთით გადადება ულტიმატუმის არ შეიძლება თღორე ყველაფერი წაგებულია.გული აჩქარებული მაქ ვფიქრობ ისევ ყველაფერი იწყება თავიდან.ასე მოდის მაცნე მიდიან ემზადებიან და ელოდებიან ვერტმფრენებს მიდიან.მე და კობა გადავეხვიეთ ერთმანეთს სიხარულისაგან.დიდება ღმერთს!ყველაფერმა ამჯერადაც ჩაიარა ჩვენი გამარჯვებით!
ჩამოვფრინდით თბილისში.
პ.ს.
15 აპრილი აეროპორტიდან პირდაპირ კაკაბეთში ამიყვანეს სოლიკო პავლიაშვილს ჰქონდა სუფრა სახლში, მახსოვს ქალბატონი რომელიც ძალიან მომეფერა და ეს ქალბატონი იყო ბატონი სულიკოს დედა რომელიც გუშინ მიებარა ზეციურ საქართველოს ღმერთმა გაანათლოს მისი ლამაზი სული!"
- ემზარ კვიციანი (2002-2006 წლებში ჯგუფ "მონადირე"-ს მეთაური)
image
1
130
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
130
  
2019, 26 სექტემბერი, 14:06
ოქრუაშვილი თუნდაც იმისთვის იყო დასაჭერი ბატალიონი "მონადირე", რომ დაშალა!!!
0 1 1