x
image
ელენე გუმა
"მინდა პატიება ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვთხოვე მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის!"
image
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ბოდიშს იხდის იმ ადამიანების წინაშე, ვისაც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვდა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.


“ნამდვილად არ მახსოვდა….მინდა პატიება ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვთხოვე მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის! მაპატიეთ! ესეც გაივლის” – წერს ხათუნა ხოფერია.






შეგახენებთ, რომ

ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.


ფაქტს ადმინისტრაცია სამი კვირის განმავლობაში მალავდა. მკვლელის გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდნენ მოკლულის ოჯახის წევრებმა. ამ დრომდე უცნობია, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა მკვლელის შეწყალების დროს.


პროფესორ გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა თუმცა საპატიმრო წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა.


დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.


უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლისთ ავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ამავე თემაზე:

"ქალბატონო პრეზიდენტო გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? შვილი მეორედ მოუკალით?"


0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0