x
image
ელენე გუმა
„ხოდა რატომ მოვყევი ამ სიგრძე ამბავი - ბებიაჩემი კრიმინალი იყო“
image
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ბებიამისის ისტორიას ჰყვება.



"ბებიაჩემმა მასწავლა, რომ თუ მინდა, რისი სურვილიც მაქვს, ის ვაკეთო, ფინანსურად ყველასგან დამოუკიდებელი უნდა ვიყო - როგორი კარგი და მდიდარი ქმარიც არ უნდა გყავდეს, შენს გამომუშავებულ ფულს სულ სხვა მნიშვნელობა და ქალისთვის სულ სხვა დატვირთვა აქვსო.

ბებია რუსულენოვან ოჯახში გაზრდილი ოსი იყო, ათარბეგოვის ქუჩაზე დაიბადა, პირველი სკოლა დაამთავრა.

უმაღლესი თბილისში დაიწყო და სიმფეროპოლში დაასრულა.


სიმფეროპოლში თავის დასთან წავიდა.

და ექიმი იყო, ომში წაიყვანეს - ომში რუს სამხედრო პროკურორზე იქორწინა, ყირიმში ცხოვრობდა ომის მერე.

ბებია ქვეყნიდან იმიტომ წავიდა, რომ ბაბუაჩემზე როცა ქორწინდებოდა- ბაბუაჩემის და დედამისის საუბარს მოკრა ყური, ოსობას უწუნებდა ქალბატონი დარიკო.

ბებიაჩემს ეწყინა (ბაბუაჩემის ურეაქციობა უფრო მეტად, დედამთილი ეკიდა), დაკრა ფეხი და გაქრა - არავინ იცოდა, სად გაქრა.

ბიძაჩემი თავის დასთან გააჩინა - საკუთარ გვარზე დაწერა (შენახული ჰქონდა ის მეტრიკა).

რამდენიმე თვეში ბებიაჩემის და და მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

სიმფეროპოლის ბინა ბებიაჩემს აჩუქეს.

ბებიაჩემმა ძალიან მალევე ეგ ბინა ნინოშვილზე მდებარე ბინაში გაცვალა და ბავშვიანად გამოფრინდა.

თბილისის აეროპორტში ბაბუაჩემის ოჯახის სახლის დამხმარე ქალი, ჟენია შეხვდა (მეც მახსოვს ეგ ქალი, ძალიან მოხუცი იყო და ბებიაჩემთან მოდიოდა ხოლმე) - მივიდა ბაბუაჩემის ოჯახში და ქსენია ვნახეო - ბავშვითო.

ბუნებრივია, ბაბუაჩემმა მალევე იპოვა - დაქორწინდნენ, ბიძაჩემი დააბრუნეს თავის გვარზე, 4 წელიწადში მამაჩემიც გაჩნდა და მოკლედ დიდ სიყვარულსა და ჩხუბში გალიეს დარჩენილი ცხოვრება.

(დასცხებდნენ ერთმანეთს (ბუნებრივია მხოლოდ ვერბალურად) - ბებიაჩემი სახლიდან გაიქცეოდა “სვოლოჩ” -ის ძახილით თავის მეგობარ ნანისთან, ან მოსკოვში, თავის დასთან, ანაც ცხინვალში, უფროსი და იქ იყო გათხოვილი - რამდენიმე დღეში ბაბუაჩემი მოაბრძანებდა ოქროს ტახტით და ყვავილებით - ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ვხედავდი, ეგ მზრდიდა და ჩემ წინ ხდებოდა).

ბებიაჩემს ძალიან, ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა, კარგად ხატავდა და კიდევ უკეთ, კერავდა - 20 წლის წინ გარდაიცვალა და დღემდე მაქვს მისი შეკერილი ტანსაცმელი.

ორჯერ თუ სამჯერ დაიწყო მუშაობა - “მოდელების სახლში”, რაღაც ქარხანაშიც - მთავარ “დიზაინერად”.

მალევე წამოვიდა ორივე სამსახურიდან - ყველაფერს იპარავენო, მე მანდ ვერ გავძლებო, თავი მეც ქურდი მგონიაო.

სახლში კერავდა - კერძოდ. ძალიან ბევრი კლიენტი ყავდა და ძალიან ბევრი ფული ჰქონდა! რაც მინდოდა, ყველაფერს მყიდულობდა - მაგრად მიყვარდა მაგასთან ერთად ბაზარში და მაღაზიებში წასვლა.

ხოდა, რატომ მოვყევი ამსიგრძე ამბავი - ბებიაჩემი კრიმინალი იყო.

საბჭოთა კავშირში თვლიდნენ, რომ ადამიანმა არ იცის თავად კერძო ბიზნესი როგორ აკეთოს, აკრძალული ჰქონდა.

მხოლოდ ქურდბაცაცებით გავსებულ სახელმწიფო საწარმოებში შეგეძლო გემუშავა!

სახელმწიფომ უკეთ “იცოდა”!

იმის თქმა მინდა, რომ არაფრით განსხვავდება EMC და ცქიტიშვილი იმ ტოტალიტარული სისტემის შემქმნელებისგან, რომელიც ბებიაჩემს საკუთარი შრომით ფულის შოვნას კრიმინალად უთვლიდა!

იგივე მენტალიტეტის ხალხია."

1
704
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
704
  
2019, 24 სექტემბერი, 10:04
უდიდესი სისულელე მგონია მეორე სამსახურის აკრძალვა ხალხისთვის,ვის ტვინში მომწიფდა ეს იდიოტური და მავნებლური აზრი,ერთი მის თავში ჩამახედა.
0 1 1