პროფილაქტიკა ველოსიპედიც ტრანსპორტია! 15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გადავსხდეთ ველოსიპედებზე 2019, 24 სექტემბერი, 10:51 ველოსიპედი, ისე როგორც 130 წლის წინ, ისევ ტრენდშია. ამჟამად, ჩინეთში თითოეულ ავტომობილზე 250 ველოსიპედი მოდის, ხოლა მგზავრობის თვალსაზრისით, ნახევარი სწორედ ველოსიპედებით ხორციელდება. ამ მხრივ, ევროპა ჩინეთს ჩამორჩება, რადგან ველოსიპედების ტრადიციულ ქვეყნებში – დანიაში, გერმანიაში და ჰოლანდიაში, ველოსიპედებით მგზავრობის ხვედრითი წილი, მხოლოს 30 %-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფრაიბურგის (გერმანია) ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ავტომობილით გადაადგილება საერთოდ აკრძალულია და ერთადერთი ტრანსპორტი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, ველოსიპედია. ველოსიპედისტები საგზაო მოძრაობის სრულფასოვანი წევრები არიან: ტროტუარებზე მოძრაობა მხოლოდ 7 წლამდეა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, 7-დან – 14 წლამდე მოზარდებმა, მხოლოდ ველობილიკებით უნდა ისარგებლონ, ხოლო 14 წელს ზევით ასაკისთვის, ევროპის ქვეყნებში, საავტომობილო გზებზეც შეიძლება გასვლა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მთავრობის და ხელისუფლების წევრები, სამუშაოზე ველოსიპედებით დადიან და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს ყველაზე ეკოლოგიური და მობილური ტრანსპორტის სახეობაა. მაგრამ, ველოსიპედის დადებითი თვისებები ამით არ მთავრდება. აქ 15 მიზეზს წარმოგიდგენთ, თუ რატომ უნდა ვთქვათ უარი ავტომობილზე და რატომ უნდა ავირჩიოთ გადაადგილებისთვის 2 თვლიანი სატრანსპორტო საშუალება. 1. კონტროლი წონაზეროგორც სარის უნივერსიტეტის ( University of Surrey, სარის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა დაადგინეს, ზედმეტი კალორიების დაწვის მიზნით, სრულიად საკმატრისია 1 საათის მანძილზე პედლების ტრიალი. ამასთან, საჭირო არ არის დიდი სიჩქარით სიარული. ზომიერი სიჩქარის შემთხვევაშიც კი, ველოსიპედს საათში 300-400 კკალორიის დაწვა შეუძლია. ხოლო, თუ ადამიანს ჭარბი წონის მოშორების სურვილი აქვს, მაშინ სიჩქარეს უნდა გაზარდოს: ჩქარი სისრული მოკლე დისტანციაზე, 3, 5-ჯერ მეტ ცხიმს წვავს, ვიდრე დაბალი ტემპით, ხანგრძლივი ველოგასეირნება... და უფრო მეტიც, როგორც ფიზიოლოგებმა აღმოაჩინეს, მეტაბოლოზმი სწრაფ რეჟიმში მხოლოდ ველოსიპედით გადაადგილებისას კი არა, ველოსიპედიდან ჩამოსვლიდან 2 საათის მანძილზე მიმდინარეობს. 2. კუნთების გამაგრებაველოსიპედით რეგულარული გადაადგილების შემთხვევაში, მხოლოდ ჭარბი წონის მოშორება და წონაზე კონტროლი კი არ ხდება, – მთელი ორგანიზმი მოდის ტონუსში. ველოსიპედით სიარულისას, პრაქტიკულად, ყველა ჯგუფის კუნთია ჩართული. ასე, მაგ., წონასწორობის შესანარჩუნებლად, ზურგისა და მუცლის კუნთების აქტივირება ხდება, რაც ადამიანს ლამაზი პრესის მიღებაში და წარმოსადეგი გარეგნობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ხოლო, პედლების ტრიალიში, ქვედა კიდურების ყველა კუნთია ჩართული. 3. ჯანმრთელი გულიველოსიპედით სიარულის ჩვევა, დადებით გავლენას ახდენს გულზე და აძლიერებს მას. ამ სატრანსპორტო საშუალებით რეგულარულად გადაადგილება სისხლის წნევის სტაბილიზირებას იწვევს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელს ორგანიზმში. რაც თავის მხრივ, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებების განვითარებას. ასე, რომ, ველოსიპედით რეგულარული მგზავრობა, საუკეთესო კარდიოდატვირთვაა, რომელიც გულის ტონუსის შენარჩუნებას უწყობს ხელს და როგორც ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, გულის დაავადებების განვითარების რისკს 50% ამცირებს. 4. სასუნთქი სისტემის მუშაობის გაუმჯობესებაველოსიპედით სიარულის დროს, სუნთქვის სიხშირე იზრდება და ფილტვებში მეტი ჟანგბადი ხვდება. შესაბამისად, ფილტვები სრული დატვირთვით მუშაობს და სისხლს ჟანგბადით უკეთესად ამარაგებს. საშუალოდ, ველოსიპედისტის 10-ჯერ უფრო მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ადამიანი, მონიტორთან. რაც სასუნთქ სისტემებს ამაგრებს და ჟანგბადის მიღება უფრო მარტივდება, მშვიდ მდგომარეობაშიც კი. 5. მხედველობის გაუმჯობესებაჩენი თვალები ისევე, როგორც სხეულის სხვა ორგანოები, ვარჯიშს საჭიროებენ. ველოსიპედით მგზავრობა კი, ადამიანს აიძულებს სხვადასხვა საგნებზე და ობიექტებზე მოახდინოს ფოკუსირება, რაც ახლომხედველობის განვითარების რისკს აღმოფხვრის და საერთოდ, მხედველობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ილინოისის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ველოსიპედით გასეირნება ჰიპოკამპუსში (თავის ტვინის მთავარი კომპონენტი, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი) ახალი უჯრედების ზრდის სტიმულირებას იწვევს. გარდა ამისა, ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და რეცეპტორების აქტივირებას იწვევს, რაც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უშლის ხელს. 7. ძილის მოწესრიგებაველოსიპედით გასეირნება დილით ადამიანს გამოფხიზლებაში, ხოლო საღამოს – დაძინებაში ეხმარება. სუფთა ჰაერზე ვარჯიში არეგულირებს გულის რითმს და ორგანიზმიდან სტრესის ჰორმონი – კორტიზოლი გამოჰყავს, რომელიც ხელისშემშლელი ფაქტორია ჯანსაღი ძილისთვის. 8. იმუნიტეტის გაძლიერებამეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ისეთი, როგორიც ველოსიპედით სიარულია, იმუნური უჯრედების აქტივირებას ზრდის და ისინი უკეთესად ებრძვიან ინფექციებს. სტატისტიკის თანახმად, ვინც რეგულარულად დადის ველოსიპედით, 70 % უფრო ნაკლებად ავადობს, გაციებით და გრიპით. 9. დაბერების პროცესის შენელება და ახალგაზრდობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაისევე როგორც ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა, ველოსიპედით სიარული ადამიანს მხნეობას მატებს და თავს ახალგაზრდად აგრძნობინებს. გარკვეული დროის შემდეგ, ეს განწყობა მის სახეზე და სხეულზეც აისახება: კანი მტკიცე და ელასტიური ხდება, ხოლო ფორმები მიმზიდგელ მოხაზულობას იძენს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ველოსიპედით სიარულის დროს, ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება ხდება – ნივთიერების, რომელიც კანის სიმტკიცეზეა პასუხისმგებელი და ამავდროულად, ნაოჭების წარმოქმნასაც ეწინააღმდეგება. ტყუპებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ის ტყუპის ცალი, რომელიც კვირაში 3-ჯერ, 30 წუთი ველოსიპედით დადიოდა, თავის დაზე ან ძმაზე, ბიოლოგიურად უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდა. ამასთან, კვლევის დროს ისეთი ფაქტორებიც იყო გათვალისწინებული, როგორიც სიგარეტზე დამოკიდებულება და ჭარბი წონა არის. 10. სტრესის მინიმუმამდე დაყვანაველოსიპედით აუჩქარებელი სიარული – რთული დღის შემდეგ, მედიტაციასავით მოქმედებს. დაგროვილი პრობლემები, ვალდებულებები, რომლის შესრულება სასწრაფოდ არის საჭირო, კამათი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან, ადამიანს მაშინვე ავიწყდება, როდესაც ველოსიპედზე ჯდება. ასეთი გასეირნების მოწყობა, რეკომენდირებულია საღამოს საათებში, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ბუნებაც იძინებს და მას გარს დაისი ევლება. 11. კარგი განწყობა და ბედნიერების შეგრძნებაველოსიპედით სეირნობა დღის მხოლოდ კარგი დასასრული კი არა, – კარგი დასაწყისიც არის. დილის საათებში სულ პატარა ველოგასეირნება ადამიანს მხნეობას მატებს და ორგანიზმში სეროტონინის და დოპომინის – ანუ «ბედნიერების ჰორმონების» გამომუშავებას უწყობს ხელს. ასე, რომ, თუ შეამჩნიეთ, რომ ბოლო პერიოდში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გამუდმებით ცუდ ხასიათზე ხართ, სტრესს განიცდით და ხშირად ავადობთ, – დაჯექით ველოსიპედზე და უკვე 1-2 კილომეტრის გავლის შემდეგ, ძალების და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, ხოლო ხასიათი, საგრძნობლად გამოგისწორდებათ. 12. მეგობრებთან ერთად გართობაის რომ ველოსიპედით სიარული, სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნოც არის, ადამიანების უმრავლესობა, მაშინ ხვდება, როდესაც 30 წელს გადააბიჯებს. დამქანცველი სამუშაო კვირის შემდეგ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნება, მართლაც რომ კარგი განტვირთვაა. 13. ახალი ნაცნობობაევროპის დიდ ქალაქებში ველოდღეებს ხშირად აწყობენ, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ასეთი ღონისძიებები, შეიძლება, ახალი ნაცნობობის საუკეთესო მიზეზი გახდეს. 14. ამტანობის განვითარებაადამიანისთვის ამტანობის გასავითარებლად, საკმარისია კვირაში 3-ჯერ, 30 წუთით ველოსიპედით გასეირნება. ამასთან, ველოსიპედით გასეირნებას არანაირი შეზღუდვა (ასაკი, სქესი, წონა) არ გააჩნია. 14. მავნე ჩვევებთან ბრძოლაველოსიპედი – მავნე ჩვევებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. როგორც კი მიხვდებით, რომ რაღაც გემრიელ, მაგრამ მავნე საკვებზე გაგიჩნდათ მოთხოვნილება, ან სიგარეტის მოწევა მოგინდათ, მაშინვე დაჯექით ველოსიპედზე და სასეირნოდ წადით. ასე მავნე ჩვევას, სასარგებლო ჩვევით ჩაანაცვლებთ და ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. 15. გარემოს დაცვაველოსიპედით მგზავრობა, სატრანსპორტო ხარჯებზე მხოლოდ ფულს კი არ გაზოგინებთ, ასევე გარემოს იცავს დაბინძურებისგან. ველოსიპედს გადაადგილებისთვის საწვავი არ ესაჭიროება და შესაბამისად, არც მავნე აირების გამონაბოლქვის წარმოქმნის საფრთხე არსებობს. ყველამ, ვისაც ავტომობილი ჰყავს, ახლო მანძილზე მისასვლელად, ველოსიპედი რომ გამოიყენოს, ნახშირბადის გამონაბოლქვის ყოველდღიური რაოდენობა 11%-ით შემცირდება. 111 5-ს მოსწონს
|