x
image
ელენე გუმა
"ივანიშვილმა უნდა ილოცოს დღეში სამჯერ, რომ..." - თამარ ჩერგოლეიშვილი
image
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და უკრაინასა და მოლდოვაში ვიზიტის შედეგებს აჯამებს.


მისი თქმით, ივანიშვილმა უნდა ილოცოს დღეში სამჯერ, რომ ვარდების რევოლუცია მოხდა და ხელისუფლებაში 9 წელი ნაციონალური მოძრაობა იყო.


მისივე თქმით, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს შორის კონტრასტი ხსნის იოლად იმას, რატომ ზოგავდა საქართველოს დასავლეთი - რატომ არ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას ისე, როგორც ივანიშვილი ამას იმსახურებდა.



"ვინც თვალს მადევნებთ, მოგეხსენებათ, გუშინ დავბრუნდი უკრაინა, მოლდოვიდან.


ამოვისუნთქე და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ივანიშვილმა უნდა ილოცოს დღეში სამჯერ, რომ ვარდების რევოლუცია მოხდა და ხელისუფლებაში 9 წელი ნაციონალური მოძრაობა იყო.

სხვა ქვეყანა ვართ.

მიუხედავად იმ ზიანისა, რაც ივანიშვილის გუნდმა მოუტანა ამ ქვეყანას, ჩვენ გარღვევა გვაქვს გაკეთებული!

შემდეგ ნორმალურ მთავრობას, თუ ცვლილება 2020-ში დადგა, სულ სხვა სასტარტო პოზიციებიდან მოუწევს მუშაობა ეკონომიკის გაძლიერების და ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით.

რა მინდა ვთქვა:

მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს შორის კონტრასტი ხსნის იოლად იმას, რატომ ზოგავდა საქართველოს დასავლეთი - რატომ არ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას ისე, როგორც ივანიშვილი ამას იმსახურებდა.

სხვაგან ვართ, სხვა ქვეყანა ვართ - ამას ხედავენ.

უბრალოდ ახლა ისიც დაინახეს, რომ საქართველოს წარმატება შეუქცევადი არ არის. ირონიულია, მაგრამ ამაში პატრიოტთა ალიანსი დაეხმარა."

0
898
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
898
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0