x
image
alex999
მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება : კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ტიტანობოა დააბრუნოს!

დაახლოებით 13 მეტრის სიგრძის და 1140 კილოგრამის წონის, კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი გველი პრესიტორიული ტიტანობოაა, რომელიც პალეოცენურ პერიოდში ბინადრობდა ჩვენს პლანეტაზე.

image


ტიტანობოა (ნიშნავს „გიგანტურ ბოას“) — ნამარხი გველების გვარი, რომლებიც ცხოვრობდნენ 60-58 მლნ. წლის წინ, პალეოცენურ პერიოდში. ერთადერთი ცნობილი სახეობაა Titanoboa cerrejonensis, რომელიც დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ გველს წარმოადგენს. მისი ნაშთიდან გამომდინარე შესაძლოა დავასკვნათ, რომ სიგრძეში გველი 13 მეტრს აღწევდა, სისქეში 1 მეტრს, წონით კი მიახლოებით 1, 25 ტონა იყო. 2009 წელს, ქვანახშირის საბადოებში, კერეიონში, კოლუმბია აღმოჩენილი იქნა T. cerrejonensis-ის 28 დამოუკიდებელი ნაშთი. ამ აღმოჩენამდე ცოტაოდენი ნაშთი აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკის უძველეს ტროპიკულ გარემოში. გველი მეცნიერთა გუნდმა, ჯონათან ბლოჩისა და კარლოს ჯარამილოს ხელმძღვანელობით, ექსპედიციის დროს აღმოაჩინა. ბლოჩი ფლორიდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგია, კარლოს ჯარამილო კი სმიტსონიური ტროპიკულ გამოკვლევათა ინსტიტუტის პალეობოტანიკოსი. ვინაიდან გველები ცივსისხლიანები არიან, მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტროპიკები-ამ გველის საცხოვრებელი-გაცილებით ცხელი ადგილი ყოფილა, ვიდრე ამას გამოკვლევები ადასტურებენ. ტემპერატურას აქ, საშუალოდ, 32 °C უნდა მიეღწია.


image




გინესის რეკორდების მიხედვით, დედამიწაზე თვალით დანახული ყველაზე დიდი გველის სიგრძე 10 მეტრაა, ხოლო წონა - 193 კილოგრამი. როდესაც ამ მაჩვენებელს ტიტანობოას შევადარებთ, მივხვდებით, რომ ნაგულისხმევი პრეისტორიული არსება საშინელი ზომისაა.


მიუხედავად იმისა, რომ ტიტანობოას შხამი არ გააჩნდა, ის მაინც ყველაზე საშინელი გველის სახეობა იყო. მისი ერთი ნაკბენი იმდენად მძლავრია, როგორც მთლიანი კორპუსის ქვეშ მოჰყვეთ.


ტიტანობოას კვლევა 2009 წელს კოლუმბიაში მდებარე მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვანახშირის საბადოებში განხორციელდა. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ჯონათან ბლოჩი და კარლოს ჯარამილო, ამ უკანასკნელებმა შეძლეს ტიტაობოას ნაშთების აღმოჩენა. ორმა მკვლევარმა ამ რეგიონში ასევე სხვადასხვა ქვეწარმავალის ნამარხებსაც მიაგნეს, თუმცა განსკუთრებული ყურადღება ტიტანობოამ მიიპყრო, რომლის ნამარხიც 14 მეტრის სიგრძისა იყო.

image





დოქტორ ჯონათან ბლონჩი: "დინოზავრების გადაშენების შემდეგ, ტიტანობოა 10 მილიონი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მტაცებელი იყო ჩვენს პლანეტაზე. ის მეფობდა ამ ხნის განმავლობაში და მისი ყველა არსებას ეშინოდა. ჩვენ ბოლომდე ვერ გამოვიკვლიეთ თუ რა მსგავსება ჰქონდა თანამედროვე არსებებთან, ან როგორ მოახერხა არსებობა დინოზავრების გადაშენების შემდეგ? ისიც საკითხავია თუ რით იკვებებოდნენ ეს გიგანტური გველები, ამიტომ სრული პასუხების მისაღებად ტიტანობოას თავის ქალები გვჭირდებოდა... ზოგადად გველების თავის ქალების აღმოჩენა დიდი იშვიათობაა, ვინაიდან ძალიან მსხვრევადია, თუმცა ჩვენმა კვლევებმა ტიტანობოას დიდება კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ჩვენ კოლუმბიის ამ რეგიონებში 3 გიგანტური გველის თავის ქალა აღმოვაჩინეთ, რას იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად რამოდენიმე მილიონი წლისა, ტიტანობოას ნამარხებმა ჩვენამდე მოაღწია. "


კითხვაზე, თუ რატომ გაიზარდა ტიტანობოა ასეთი გიგანტური ზომის, გვპასუხობს დოქტორ ჯონათან ბლოჩი: "ეს ყველაფერი ევოლუციის დამსახურებაა. როგორც ცნობილია, გველებს არ შეუძლიათ საკუთარი სხეულის ტემპერატურის რეგულირება, აქედან გამომდინარე ისინი ეგუებიან გარემოს სადაც თავად ბინადრობენ. ასე მოხდა 60 მილიონი წლის წინათაც, როდესაც დინოზავრები გადაშენდნენ, ეკვატორში ჰაერის ტემპერატურამ იმატა, რამაც ხელი შეუწყო ამ ქვეწარმავლების გამრალვებას და გაზრდას.


და ბოლოს რამდენად შესაძლებელია ტიტანობოას გამოცოცხლება?

image



მეცნიერების აზრით, ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებებზეა დამოკიდებული. კარლოს ჯარამილოს მტკიცებით, ტიტანობოა დედამიწაზე ისევ დაბრუნდება, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება. მისი ვარაუდით ეს დრო შეიძლება მილიონი წელიც იყოს. მოგახსენებთ, რომ მეცნიერებს უკვე რამოდენიმე წელია რაც დაწყებული აქვთ პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დედამიწაზე პრეისტორიული არსებების დაბრუნება(კლონირება) იგეგმება. როგორც თავად მეცნიერები ამტკიცებენ, მათ აქვთ საჭირო დნმ-ი, თუმცა კლონირებისთვის უფრო მეტია საჭირო ან კიდევ ტექნოლოგია არ კმარა. კლონირებისთვის სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მეცნიერებიც ჩართულები არიან ამ საქმეში და იმედოვნებენ, რომ იურიული პერიოდის პარკს დედამიწაზე ნამდვილად შექმნიან.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელი არსება!

image




ყველაზე გრანდიოზული 6 შენობა მთელ მსოფლიოში - ეს უნდა ნახოთ!

image




დასახელდა ყველაზე მიმზიდველი 5 მასწავლებელი - რომელია თქვენი რჩეული?

image




რომელი ენის სასწავლებლად გჭირდებათ უფრო მეტი დრო? - მეცნიერების კვლევის საინტერესო შედეგი (+რუკა)

image




დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!

image




მსოფლიოს ყველაზე პოპულარული 10 თვითმკვლელობის ადგილი

image




ადამიანებმა ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან... - საინტერესო ფაქტები პაკისტანის შესახებ

image




2
2687
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2687
  
2020, 12 იანვარი, 3:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 10 იანვარი, 1:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2