საზოგადოება რა ბედი ეწია "გოგონა-მაუგლის", რომელიც ძაღლთან ერთად ცხოვრობდა 2019, 18 სექტემბერი, 11:19 ![]() ოქსანა მალაია 1983 წელს დაიბადა სოფელ ნოვაია ბლაგოვეშენკაში (ხერსონის ოლქი, უკრაინა), მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მშობლები ქრონიკული ალკოჰოლიკები იყვნენ, ახალდაბადებულ გოგონას ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ნიშანდობლივი გადახრები არ ჰქონდა, მოგვიანებით სპეციალისტების განცხადებით, გოგონა ნორმალურ გარემოში რომ გაზრდილიყო, მიეღო შესაბამისი აღზრდა და განათლება, სავსებით ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბდებოდა.მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ოქსანას ოჯახიდან არაფერი მიუღია.უფრო მეტიც, 2 წლის ასაკიდან მის ლოთ მშობლებს ქუჩაში სრულიად უპატრონოდ, ბედის ანაბარა ჰყავდათ გოგონა მიგდებული. პატარა გოგონა სითბოს და სიმყუდროვის ძებნაში, იქვე ეზოში ძაღლის ფარდულში შეძვრა და ჩაიძინა. ასე დაიწყო ოქსანას და ქუჩის ძაღლის, სახელად ნაიდას ერთად ცხოვრება, რომელიც 6 წელიწადი გაგრძელდა, გოგონას სახლში დაბრუნების ყოველი მცდელობა მთავრდებოდა გალეშილი მამის მხრიდან ფეხსაცმლის სროლით, თანდათან ოქსანა შეეგუა ბედს, იგი არა მარტო ნაიდასთან ერთად თავშესაფარს იყოფდა, არამედ მასთან ერთად ჭამდა სალაფავს, რომელსაც ძაღლს უყრიდნენ, თანდათან გოგონამ ძაღლის ჩვევები გადაიღო:დადიოდა ოთხზე, ყეფდა, იღრინებოდა, იკბინებოდა და ძაღლივით, რწყილებსაც კბილით იჭერდა. ![]() ბავშვი ოდესის სკოლა-ინტერნატში გადაიყვანეს, აღმზრდელები შოკში იყვნენ, პრაქტიკაში ასეთი რამ მათ არც არასდროს შეხვედრიათ და დაბნეულებიც იყვნენ, არ იცოდნენ, რა ექნათ და როგორ დაეწყოთ გოგონას ხელახალი აღზრდა. ![]() ![]() სკოლა-ინტერნატში სწავლის დასრულების შემდეგ გოგონას სახლში დაბრუნება სურდა, თუმცა მამა მისი მიღების წინააღმდეგი იყო, ამის შემდეგ ოქსანა დასახლდა ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში, რომელიც ოდესის მახლობლად, სოფელ ბარაბოიში მდებარეობს. ამჟამად ოქსანა 35 წლისაა და იქ ცხენებს და ძროხებს უვლის. მას საქმროც კი გამოუჩნდა ყაზანიდან, სახელად ფედორი, თუმცა ოქსანამ იგი დაიწუნა სიმაღლის გამო. ![]() 647 2-ს მოსწონს
|