პროსტიტუცია არის ადამიანის გასაქონლება - საქართველოს პროფკავშირები სოსო კავკავაშვილს პასუხობს
სოსო კავკავაშვილმა სოციალური ქსელით საქართველოს პროფკავშირებს მიმართა: მან გაერთიანებას კითხა, რომ არსებობს თუ არა სექსმუშაკთა პროფკავშირები და თუ არ არსებობს, რატომ? საქართველოს პროფკავშირებმა კავკავაშვილს სოციალური ქსელითვე უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში პროსტიტუცია ლეგალური არ არის და შესაბამისად, სექსმუშაკთა პროფკავშირებიც არ არსებობს. ასევე პროფკავშირები მიიჩნევს, რომ პროსტიტუცია არის ადამიანის გასაქონლების თვალსაჩინო მაგალითი, რაც ადამიანის გაჭირვებული ყოფის ბრალია. .
გთავაზობთ სქრინს, სადაც ნახავთ ორივე მხარის განცხადებებს.