ჯანმრთელი კვება ამ სანელებელს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. აუცილებლად დაუმატეთ ის თქვენს რაციონს 2020, 4 აგვისტო, 11:09 ერთი მწიკვი შავი პილპილის დამატება თქვენს რეცეპტში უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ გემოს გაძლიერებას. ხშირად მას სანელებლების მეფეს უწოდებენ, რამდენადაც ცნობილია თავისი უამრავი სასარგებლო თვისებით და ამავდროულად ნებისმიერ კერძს საოცარ გემოსა და არომატს ანიჭებს. შავი პილპილის გამოყენება კერძებში ეხმარება წონის დაკლებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამსუბუქებს გაციების სიმპტომებს და ხველას, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში და მკურნალობს კანის პრობლემებს. რა არის შავი პილპილი?შავი პილპილი არის პილპილისებრთა ოჯახიდან, გამოიყენება როგორც სანელებელი, ისე სამკურნალო საშუალება. შეიცავს ქიმიურ ნაერთს სახელად პიპერინი, რომელიც იწვევს სიცხარეს. წარმოშობით კერალადანაა, ინდოეთის სამხრეთი ნაწილიდან. უძველესი დროიდან მოყოლებული შავი პილპილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სანელებელია მსოფლიო ბაზარზე. ის არ არის სეზონური მცენარე, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის მთელი წლის მანძილზე. მისი ანტიბაქტერიული თვისებების გამო, პილპილს იყენებენ საკვების შესანახად. შავი პილპილი ასევე ძალიან კარგი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. ![]() ფაქტები კვებითი ღირებულების შესახებშავი პილპილი შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, ისევე როგორც ვიტამინებს: თიამინი, რიბოფლავინი, ნიაცინი და ვიტამინი B6, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ( USDA) კვების მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ის ასევე სხვა მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს: ვიტამინი E, ფოლიტი და K ვიტამინი. შავი პილპილში ასევე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით დიეტურ ბოჭკოვანა და ზომიერი რაოდენობით ნახშირწყლები და ცილები. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებიშავი პილპილი ეხმარება წონის დაკლებაში, სინუსიტის, ასთმის და გაჭედილი ცხვირის დროს. ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს, გულისა და ღვიძლის დაავადებების განვითარებას. ქვემოთ განვიხილავთ ამ არაჩვეულებრივი სანელებლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს უფრონ დეტალურად. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებიშავ პილპილში არსებული ანტიოქსიდანტები ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების მიერ მიყენებულ ზიანს და ამასთან, ეხმარება ბევრი დაავადების პრევენციას. ცნობილი მკვლევერის ჯი ზენგის (Jie Zheng) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, შავ პილპილში შემავალ პიპერინს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება რამდენიმე ტიპის კიბოსთან მიმართებაში – მკერდის, კოლორექტალური და პროსტატის. თუმცა, უფრო მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რომ დამტკიცდეს სრულად მისი სიმსივნის საწინააღმდეგო პოტენციალი. ხელს უწყობს წონაში კლებასპილპილის მარცვლების გარეთა შრე ეხმარება ცხიმის უჯრედების დაშლას. ამგვარად, პილპილიანი საკვები ბუნებრივად წონაში კლების კარგი საშუალებაა. როდესაც ცხიმის უჯრედები ნაწილებად იშლება, ისინი ადვილად მუშავდება ორგანიზმის მიერ და შედეგად თავისუფლდებით ჭარბი წონისგან. აიურვედული ჩაი პილპილთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო ჩაია გასახდომად. ![]() აუმჯობესებს საჭმლის მონელებასპილპილის მოხმარება ზრდის მარილმჟავას სეკრეციას კუჭში და ამით ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულად მუშაობა მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან ასაცილებლად – დიარეას, ყაბზობის და კოლიკას ჩათვლით. პილპილი ასევე ხელს უშლის ნაწლავებში გაზების დაგროვებას და როდესაც მას უმატებენ რაციონს, შეუძლია ოფლისა და შარდის გამოყოფა. უფლდენა ხელს უწყობს ტოქსინებისა და უცხო სხეულების გამოდევნას ფორებიდან, სადაც ისინი სახლობენ. მას ასევე უნარი აქვს გამოდევნოს ზედმეტი წყალი. შარდს ორგანიზმიდან გამოაქვს შარდმჟავა, შარდოვანა, ზედმეტი წყალი და ცხიმი (საინტერესო ფაქტი: შარდის 4%-ს ცხიმი შეადგენს). კარგი საჭმლის მომნელებელი სისტემა ორგანიზმს ეხმარება წონის დაგდებაში, აუმჯობესებს მთელი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და თავიდან იცილებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს.
![]() პილპილს შეუძლია დაეხმაროს ვიტილიგოს (კანის დეპიგმენტაცია) შემთხვევაში - ეს კანის დაავადებაა, რა დროსაც კანის რაღაც ნაწილები ნორმალურ შეფერილობას კარგავს და თეთრდება. ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტში (Oregon Health & Science University) ჩატარებული კვლევის თანახმად პილპილში პიპერინის შემცველობას შეუძლია მელანოციტების გამომუშავების სტიმულირება მოახდინოს. პიპერინით მკურნალობა, კომბინირებული მსუბუქ ულტრაიისფერი სხივების თერაპიასთან, გაცილებით უკეთესია ვიდრე სხვა უფრო უხეში, ქიმიურ ნივთიერებებზე დაფუძნებული საშუალებები ვიტილიგოს გასაკურნად. ის ასევე ამცირებს კანის კიბოს რისკებს.
შედეგები, რომელიც ცხოველებზე დაკვირვებით მიიღეს, იმედის მომცემია, თუმცა, უფრე მეტი კვლევაა საჭირო რომ დამტკიცდეს მისი ეფექტურობა ადამიანებზე. ![]()
აიუვერდულ პრაქტიკაში პილპილს უმატებდნენ ტონიკებს გაციებისა და ხველის სამკურნალოდ. პილპილი ასევე ამსუბუქებს მდგომარეობას სინუსიტის დროს. მას აქვს ექსპექტორატორული თვისება, რომელიც ხელს უწყობს ლორწოს და ლორწოვანი გარსის დაშლას სასუნთქ გზებში. მისი ბუნებრივი გამაღიზიანებელი თვისება ხელს უწყობს მათ გამოდევნას ცემინებისა და ხველის მეშვეობით, რაც საშუალებას გაძლევთ გამოჯანმრთელდეთ ინფექციის ან დაავადებისგან. სუფები და სასმელები შავი პილპილით და სხვა არომატული სანელებლებით ხშირად გამოიყენება გაციებისა და ხველის სამკურნალოდ.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |