x
image
ელენე გუმა
"ზუსტად და უტყუარად გავიგეთ, რომ რ2ის წაღებაზე პირადად ივანიშვილი რეკავდა და აგვარებდა ამბებს"
image
ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის შესახებ წერს.


როგორც გვარამია აცხადებს, ხაზარაძის პირით გაიგო, რომ რ2ის წაღებაზე პირადად ივანიშვილი რეკავდა და აგვარებდა ამბებს.


მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, რ2 ივანიშვილის არხია და სახელისუფლებო მედიად უნდა განვიხილოთ.


"დღეს, მამუკა ხაზარაძის პირით, ზუსტად და უტყუარად გავიგეთ, რომ რ2ის წაღებაზე პირადად ივანიშვილი რეკავდა და აგვარებდა ამბებს. აი, ასეთი მნიშვნელობის იყო მისთვის ეს საკითხი და ახლა ვისია ეს არხი, ვინც კითხულობს, @ლეა ან თავს ი@ლევებს.


ნებისმიერ შემთხვევაში, რ2 ივანიშვილის არხია და სახელისუფლებო მედიად უნდა განვიხილოთ. ოღონდ არა პირველხარისხოვნად - ეგეთი ტვ იმედია.

ბიძინასთან თანამშრომლობა და რუსულ ფულზე ჯდომა რა შეფასებას იმსახურებს, ამაზე აღარ ღირს ლაპარაკი, ბოდიში ყველასთან.

ps ხო მართლა, ბატონმა ხაზარაძემ იმაზე უნდა გვიპასუხოს, მთავარი ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ მოქმედებას რომ თხოვდნენ, ამას რატომ დათანხმდა და საკონსტიტუციო სასამართლოში 12 საათზე ჩანიშნული სხდომის წინ, დილის 11 საათზე რატომ გაიხმო სარჩელი.

pps სრულიად აპოლიტიკური საქმე იყო, ცხადია European Court Of Human Rights (ECHR)"- წერს გვარამია.


გვარამიამ რუსთავი ორი მას შემდეგ დატოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0