x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსულ სკოლებში მოსწავლეებს The Beatles და Queen-ის სიმღერებს მოასმენინებენ-ლევ ლეშჩენკო აღშფოთებულია
image

ცნობილმა რუსმა საესტრადო მომღერალმა აბსურდული უწოდა იდეას, სავალდებულო გახდეს საშუალო სკოლის მოსწავლეებში უცხოური ჯგუფების-The Beatles, Queen, Pink Floyd, ABBA და Nirvana-ს შესწავლა.ლევ ლეშჩენკოს წინადადება შემოაქვს ეს ბენდები შეიცვალოს ალექსანადრე პახმუტოვის და დავიდ ტუხმანოვის შემოქმედებით.


"ძალიან უცნაურია, რომ ჩვენში რუსეთში ხანდახან უცხოური ენა უფრო ჭარბობს.მოდით ამერიკელებმა ისწავლონ ალექსანდროვის ანსამბლი, ეს არის ყველაზე დიდი სიბრიყვე ჩემი აზრით"-ამბობს რუსეთის სახალხო არტისტი.


მომღერალს მიაჩნია, რომ "ბავშვები თვითონ მოუსმენენ Beatles ან Queen-ის სიმღერებს, თუ სურვილი ექნებათ, მაგრამ მათი შემოქმედების ჩართვა სკოლის ნორმატივში აბსურდულად მიაჩნია.


"ჩვენ რა, არ გვყავს ღირსეული მაგალითები?ბოლო-ბოლო არის პახმუტოვა, სოლოვიევ-სედოი, არიან გასაოცრად კარგი თანამედროვე კომპოზიტორები, რომელთა სიმღერები დღემდე ჟღერს, დაე ისწავლონ ტუხმანოვი, იმღერონ ""Как прекрасен этот мир" და არა Queen-ი"-ვერ მალავს თავის უკმაყოფილობას მომღერალი.


რუსეთში ახალ პროექტში "მოწაფის კულტურული ნორმატივი", რომელიც რუსეთის კულტურის და განათლების სამინისტრომ შეიმუშავა, სკოლებს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიის ბავშვებისთვის რეკომენდაციას აძლევს, მოუსმინონ შეთავაზებულს მუსიკას "სულიერი, ესთეტიკური და მხატვრული" გემოვნების ჩამოყალიბებისათვის.მათ შორის მე-5 მე-8 კლასელებისთვის:რუსეთის იმპერიის ჰიმნი-"Боже, царя храни", ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის "სიხარულის ოდა"(სიმფონია № 9), ელვის პრესლის "Jailhouse rock", ბიტლზის-"All you need is love", ქუინის-"Bohemian rhapsody", აბბა-ს -"Dancing queen" და ნირვანას-"Smells like teen spirit".

რუსი(საბჭოთა) შემსრულებლებიდან ვიქტორ ცოი-Перемен, мы ждем перемен და ჯგუფი "ნაუტილიუს პომილიუსი"-Скованные одной цепью», უფროსკლასელებითვის(მე-9-მე-11) ძირითადად გათვალისწინებულია კლასიკა, სულ 43 კომპოზიცია.

2
91
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
91
  
2019, 15 სექტემბერი, 19:06
გეთანხმები
2019, 15 სექტემბერი, 15:50
არასწორად მიმაჩნია ბავშვებისათვის გემოვნების თავზე მოხვევა. ეს თანდათანობით უყალიბდება ნებისმიერ ადამიანს.მაგრამ პახმუტოვას და ლეშჩენკოს უნიჭო სიმღერების მოსმენით ადამიანს დეგრადირებული გემოვნება ჩამოუყალიბდება და ამას მიხვდა ეტყობა,ვიღაც ჭკვიანი რუსეთის განათლების სამინისტროში.
0 1 2