პროფილაქტიკა გასტრიტი და მაღალი მჟავიანობა – როგორ გავუმკლავდეთ მარტივად, იაფად და ეფექტურად 2019, 13 სექტემბერი, 13:20 კუჭი საკვანძო როლს თამაშობს საჭმლის მომნელებელ პროცესში, რამდენადაც იმ ყველაფერს ამუშავებს რასაც მივირთმევთ, შედეგად კი ხელს უწყობს ნაწლავებს შეითვისოს მკვებავი ნივთიერებები და გათავისუფლდეს ტოქსინებისგან. ეს ის ორგანოთაგანია, რომელიც მაქსიმალურ ძალისხმევას ავლენს ორგანიზმის ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოს. ზუსტად ამიტომაც ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა დაავადებებისადმი. ყველაზე ხშირად ეს გასტრიტი და მაღალი მჟავიანობაა, რომელიც იწვევს გულძმარვას ანთების, ტკივილისა და გაღიზიანების თანხლებით. აღნიშნული ავადმყოფობები განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, თუმცა, უფრო ხშირად ეს გამოწვეულია სტრესით, ნორმაზე მეტი საკვების მიღებით და ისეთი პროდუქტების მოხმარებით, რომელიც კუჭს აღიზიანებს. არსებობს ძალიან დიდი რაოდენობის ხალხური საშუალება, რომელიც კომერციული წარმოების სამედიცინო პრეპარატებისგან განსხვავებით, ხსნის დაავადების არასასიამოვნო სიმპტომებს ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. ვაშლის ძმარივაშლის ძმარი არაჩვეულებრივი ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტია, რომელიც კუჭში მჟავას წარმოქმნას არეგულირებს, ხელს უწყობს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენას გასტრიტის დროს და კურნავს წყლულებს. ეხმარება რეფლუქსისგან (კუჭის შიგთავსის უკან, საყლაპავისკენ დაბრუნება) გათავისუფლებაში, რომელიც ხშირად საკვების მიღების შემდეგ ჩნდება. ინგრედიენტები:
ალოე თაფლითალოე – ბუნებრივი ანტაციდი, რომელიც კუჭში ტკივილს აყუჩებს, ეხმარება დიარეის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს. მაგალითად, ისეთი როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი და გასტრიტი. უფერული გელი, რომელსაც ალოეს ფოთლები შეიცავს, ნაწლავების აქტივაციას ახდენს და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. შეგიძლიათ შეურიოთ მცირე რაოდენობით ნატურალური თაფლი, რომელიც ამცირებს კუჭის გაღიზიანებასა და მჟავიანობას. ინგრედიენტები:
საკვები სოდაეს ბუნებრივი ტუტე საშუალება ხელს უწყობს გასტრიტის სიმპტომების მკვეთრად შემცირებას და სხვა საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. ექსპერტები გვაფრთხილებენ არ გამოვიყენოთ საკვები სოდა მაღალი არტერიული წნევის და მარილის დაბალი შემცველობის მქონე დიეტის დროს. ინგრედიენტები:
ბრინჯის წყალიბრინჯის წყალი – ბუნებრივი მატონიზირებული საშუალება, რომელიც კუჭის მჟავიანობას ამცირებს და ხელს უწყობს მის აღდგენას წყლულის და სხვა დარღვევების შემთხვევაში. ბევრ ქვეყანაში ბრინჯს იყენებენ როგორც დიარეის საწინააღმდეგო საშუალებას, თუმცა, ის ასევე სასარგებლოა რეფლიუქსის, მეტეორიზმის და მუცლის ტკივილის მკურნალობის პროცესში. ინგრედიენტები:
სელის წყალისელის თესლი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რაც არჩვეულებრივი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ინგრედიენტები:
გვირილის ნაყენიგვირილის ნაყენი – ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კუჭში ანთებითი პროცესების და გასტრიტის სამკურნალოდ. ინგრედიენტები:
ამოირჩიეთ რომელიმე საშუალება და თავად დარწმუნდებით, რომ თითოეული მათგანი არჩვეულებრივად არეგულირებს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ამცირებს გასტრიტის სიმპტომებს. მართალია, ზოგიერთ კომერციულ პროდუქტს შეუძლი თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესოს, თუმცა, უკეთესია უპირატესობა გამოცდილ ნატურალურ საშუალებებს მიანიჭოთ. ნებისმიერი პრეპარატის, საშუალების თუ მკურნალობის მეთოდის გამოყენების წინ, უმნიშვნელოვანესია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიაროთ!
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა მივირთვათ ნაყინი საუზმეზე – იაპონელ მეცნიერთა უახლესი კვლევის შედეგები როგორ ანადგურებს შაქარი ჩვენს ჯანმრთელობას? 8 სახიფათო შედეგი ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით! 15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის იცით, ვისკი რამდენ დაავადებას კურნავს? 803 6-ს მოსწონს
|