x
ექსპერტებმა მომავლის სექსი აღწერეს

image


ფუტუროლოგებმა გამოიკვლიეს, როგორი იქნება მომავლის სექსი. მათ აღნიშნეს, რომ ადამიანის ინტიმური ცხოვრება შეიცვლება ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ. სპეციალისტების აზრით, ბუნებრივი მოვლენა გახდება რობოტები, რომლებიც სექსუალურ მომსახურეობას გაუწევენ ადამიანებს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მათ ექნებათ ემოციების გამოხატვის საშუალება და შეხების საპასუხო რეაქციები.


ექსპერტები ასევე დარწმუნებულები არიან, რომ შორი მანძილის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება ინტიმური ურთიერთობები. ამისთვის უკვე მუშავდება სპეციალური კოსტიუმები, რომლებიც პარტნიორებს შეხების შეგრძნებებს გადასცემენ. ტეხასის უნივერსიტეტის ნევროლოგის, სენდი სტოუნის აზრით, მომავალში გადაწყდება ადამიანის სხეულზე ხელოვნური ეროგენული ზონების საკითხიც.


მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მომავალში ადამიანები გაცილებით ნაკლებ დროს დაუთმობენ სექსს, რამდენედაც დროის უმეტეს ნაწილს გაჯეტებთან განმარტოებაში გაატარებენ.


"მარშალ პრესში" -ში სულ ახლახან განთავსებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ექსპერტები მიიჩნევენ, 2025 წელს ქალებს უკვე შეეძლებათ რობოტებთან სექსით დაკავდნენ. მათივე აზრით, გარდაუვალია ისეთი მოვლენის გაჩენა, როგორიც რობოფილიაა.
ასევე ნახეთ:
0
760
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0