x
სიშიშვლემ კაცი სიკვდილს გადაარჩინა

image
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მამაკაცი შუაღამისას ელექტროადიალის აალების შემდეგ გადარჩა. როგორც Daily Mail იუწყება, მამაკაცი იმან გადაარჩინა, რომ შიშველს ეძინა.

34 წლის დენიელ დე გაბრიელი (Daniel De Gabrielle) შუაღამისას დამწვრის სუნმა გამოაფხიზლა. ძილის წინ რამდენიმე ელექტროადიალაში გახვეულმა დაიძინა, ერთ-ერთში კი მოკლე ჩართვა მოხდა, რის შემდეგაც აალდა. დენიელი შეეცადა წყლით ჩაექრო ცეცხლმოკიდებული საწოლი, მაგრამ რომ ვერაფერს გახდა, იძულებული გახდა ქუჩაში გაქცეულიყო. ხანძარი მთელ სახლს მოედო, საბოლოოდ მამაკაცმა და მისმა მეგობარმა გოგონამ ქონების დიდი ნაწილი დაკარგეს.

დენიელმა მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო და თითქმის ორი კვირა გაატარა საავადმყოფოში. ექიმების დასკვნით, მას რომ ტანსაცმელი ცმოდა, აუცილებლად დაიღუპებოდა. თვითონ დაზარალებულმა კი ინციდენტს "სურეალისტური" უწოდა, ვერც კი წარმოედგინა რომ ელექტროადიალას ასეთი ხანძრის გამოწვევა შეეძლო.

მანამდეც იყო შემთხვევა, როს გამოც ასობით ტარანტულების კოლექცია დაიწვა ჩინეთში. სპეციალისტების დასკვით ხანძარი ელექტროადიალაში წარმოქმნილმა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

0
1145
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
1145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0