x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139085
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512610
დედამ შვილები გაყიდა და მობილური ტელეფონი იყიდა
imageჩინეთის პროვინცია ჩენძიანში დააკავეს ახალგაზრდა ქალი, რომელმაც საკუთარი ტყუპი ვაჟი გაყიდა, იუწყება AsiaOne.


გარიგება 2018 წელს მოხდა, თუმცა სამართალდამცავებმა მხოლოდ ახლა გაიგეს ამის შესახებ, როდესაც სხვა საქმეზე მუშაობდნენ.

როგორც ახალგაზრდა დედამ განაცხადა, ბავშვები იმიტომ გაყიდა, რომ ძალზე უჭირდა, კრედიტი ჰქონდა დასაფარი, მიატოვა მამაკაცმა, ვისგანაც გააჩინა ტყუპები, მშობლებმაც ზურგი აქციეს, რადგან შვილები უკანონოდ გააჩინა.

ქალმა ტყუპები 65 000 იუანად გაყიდა, აღსანიშნავია, რომ ბიჭების მამამ როდესაც გაიგო, ბავშვების გაყიდვის ამბავი მივიდა მასთან და თანხის ნაწილი მოთხოვა, რადგან "თვითონაც ვალები ჰქონდა".



ახალგაზრდა დედამ გაყიდული ბავშვებიდან აღებული ფულით კრედიტი გაისტუმრა, დარჩენილი თანხით კი მობილური იყიდა.


სამართალდამცავებმა ტყუპების მშობლები დააკავა, ბავშვები პროვინცია ანჰოიში იპოვეს და აღსაზრდელად ბებიას გადასცეს დედის მხრიდან.

0
348
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0