კინო მსახიობები მათ პირველ როლებში, რომლებსაც ვერ იცნობთ 2019, 11 სექტემბერი, 10:59 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. ვუყურებთ მოძველებულ ფილმს და ვფიქრობთ - "რა ნაცნობი სახეა"? ალბათ, ერთხელ მაინც დაგმართვნიათ მსგავსი და მოგვიანებით გაგირკვევიათ, რომ ეს გოგონა ან ბიჭი, თურმე წლებია მსახიობია და მისი ტრანსფორმაციის გამო ვეღარ იცანით, ან პირიქით, როდესაც ასაკთან ერთად ვინმეს ვიზუალი უფრო გაუარესდა. მოკლედ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს მათი პირველი როლებიდან, რომელთა ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ თუ ის კონკრეტული ფილმი არ გაქვთ ნანახი. 1. მიშელ ტრახტენბერგი. ფილმი "ბაფი - ვამპირების მკვლელი"- 2000 წელი. მიშელი დონ სამერსის როლში. 2. დაკოტა ფენინგი. ფილმში "რისხვა" - 2004 წელი. დაკოტა ლუპიტა რამოსის როლში. 3. რასელ ქროუ. ფილმში "მტკიცებულება" - 1991 წელი. რასელი ენდის როლში. 4. ჯენიფერ გარნერი. ფილმში "ჩამშვები" - 2001 წელი. ჯენიფერი სიდნი ბრისტოუს როლში. 5. ევა გრინი. ფილმში "ცათა სასუფეველი" - 2005 წელი. ევა სიბილას როლში. 6. ვუდი ჰარელსონი. ფილმში "საგნები" - 1982 წელი. ვუდი ვუდი ბოიდის როლში. 7. ლუსი ლუ. ფილმში "მოკალი ბილი" - 2003 წელი. ლუსი ო რენ იშის როლში. 8. ჰიუ გრანტი. ფილმში "თეთრი ჭიის ბუნაგი" - 1988 წელი. ჰიუ ლორდ ჯეიმს დემპტონის როლში. 9. ელიზა დუშკუ. ფილმში "მცდარი მოსახვევი" - 2003 წელი. ელიზა ჯესის როლში. 10. ნიკოლ კიდმანი. ფილმში "მკვდარი სიმშვიდე" - 1989 წელი. ნიკოლი რეი ინგრამის როლში. 11. სკარლეტ იოჰანსონი. ფილმში "თუ ლუსი დაეცემა" - 1996 წელი. სკარლეტი ემილის როლში. 12. მილა კუნისი. ფილმში "ჯია" - 1998 წელი. მილა 11 წლის ჯიას როლში. 13. მილა იოვოვიჩი. ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაზე" - 1991 წელი. მილა ლილი ჰარგრეივის როლში. 14. ედვარდ ნორტონი. ფილმში "პირველყოფილი შიში" - 1996 წელი. ედვარდი აარონ სტემპლერის როლში. 15. ჯენიფერ კონელი. ფილმში " ფენომენი" - 1984 წელი. ჯენიფერი ჯენიფერ კორვინოს როლში. 16. ადამ სენდლერი. ფილმში "ცარიელთავა" - 1994 წელი. ადამი პიპის როლში. იხილეთ აგრეთვე: 223 8-ს მოსწონს
|