x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
სინესთეზია
რა არის სინესთეზია?

სინესთეზია ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ერთ-ერთი სენსორული ან კოგნიტური სისტემის (მაგ. სმენის) სტიმულაცია მეორე სისტემაში (მაგ. მხედველობის) ავტომატურ, უნებლიე გამოცდილებებს იწვევს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როცა ჩვენი ერთი გრძნობა აქტივირდება, მას ამავდროულად მეორეც“ მოჰყვება“. ამის მაგალითი შეიძლება იყოს, მუსიკის მოსმენისას ბგერების ფერებთან დაკავშირება.უფრო კონკრეტულად, შესაძლოა სინესთეზიის მქონე ადამიანი ნოტ „დო“-ს ცისფერ ფერს უკავშირებდეს..

იმის გამო, რომ სინესთეზია გრძნობების გაერთიანებას გულისხმობს, მისი 60-დან 80-მდე ტიპი არსებობს, თუმცა ყველა ბოლომდე შესწავლილი ან აღწერილი არ არის. მათი მიზეზებიც უცნობია. ყველაზე გავრცელებული ტიპი grapheme-color სინესთეზიაა, რომლის დროსაც გარკვეული ასოები ან რიცხვები კონკრეტულ ფერებთან ან ფერების პატერნებთან არის ასოცირებული.

image


ზოგი სინესთეზიის მქონე ადამიანი ბგერებს სუნს უკავშირებს, ან ფორმებს სუნს, ვიზუალს ტექსტურას და ა.შ. ბევრ მსგავს ადამიანს სინესთეზიის ერთ ტიპზე უფრო მეტი სინესთეზია „გააჩნია“. ეს მდგომარეობა მოსახლეობის დაახლოებით 3-5 პროცენტში ფიქსირდება და ის გენეტიკურია.

მეცნიერების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ სინესთეზია დაკავშირებულია მენტალური წარმოდგენების უცნაურ გამოხატულებასთან. სინესთეზიის მქონე ადამიანებს უფრო მკაფიო, ნათელი მენტალური წარმოდგენები/ხატება აქვთ.

ახალი კვლევების მიხედვით სინესთეზიის ფენომენი ხელოვნურად შეიძლება შევუქმნათ ადამიანებს. საჭიროა მხოლოდ 5 წუთიანი სენსორული დეპრივაცია. როცა ადამიანები, რომლებსაც სინესთეზია არ აქვთ, მოწყვეტილი არიან ყველანაირ სენსორულ სტიმულაციას მხოლოდ 5 წუთით, შედეგად მათი ნახევარი მაინც სინესთზიის რომელიმე ფორმის გამოცდილებს იღებდა. .

მენტალური წარმოდგენების/ხატების და სინესთეზიის მსგავსებების გამო ეს ფაქტი მეცნიერებისთვის სურპრიზი არ უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ მენტალური ხატების მკაფიოობა სპექტრია, ზოგ ადამიანს საერთოდ არ გააჩნია მენტალური წარმოდგენები და ამ ფენომენს აფანტაზია ეწოდება. ზოგს კი პირიქით განსაკუთრებით აქტიური და მკაფიო მენტალური წარმოდგენები გააჩნიათ, ამას ჰიპერფანტაზიას ვუწოდებთ. სინესთეზია სწორედ მასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ადამიანებს, რომლებიც სპექტრის შუაში არიან ან თუნდაც აფანტაზია გააჩნიათ, შეუძლიათ სინესთეზიის განცდა შესაბამის პირობებში.

სინესთეზია არ არის უბრალოდ უცნაური ფენომენი, ეს ჩვენი შესაძლებლობების, მენტალური წარმოსახვების უმაღლესი წერტილს უფრო ჰგავს.


0
38
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0