x
image
ელენე გუმა
გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან- მიშა ანდღულაძე პრეზიდენტს მიმართავს

image
"კომედი ჯგუფის" მსახიობი მიშა ანდღულაძე სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.


როგორც ანდღულაძე წერს, წლების წინ როცა ქალაქში დიდი "პატრიოტული" აქციები მძვინვარებდა მაშინდელი ოპოზიციის თაოსნობით, ტელევიზიის თანამშრომლებს მაშინ ყოველდღე მათ მიერ ორგანიზებული "სირცხვილის კორიდორის" გავლით უწევდათ შესვლა სამუშაო სივრცეში.


მას აინტერესებს ახლა რა ხდება "სირცხვილის კორიდორებთან " დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხს პრეზიდენტისგან ითხოვს, რომელიც მაშინ ერთ -ერთი ორგანიზატორთაგანი იყო.


"წერილი საქართველოს პრეზიდენტს სალიტა ზურაბიშვილს
გწერთ ოლიგარქის მიერ ოკუპირებული ტელევიზიიდან:
მახსოვს წლების წინ როცა ქალაქში დიდი "პატრიოტული" აქციები მძვინვარებდა თქვენი და მაშინდელი ოპოზიციის თაოსნობით, ტელევიზიის თანამშრომლებს მაშინ ყოველდღე თქვენს მიერ ორგანიზებული "სირცხვილის კორიდორის" გავლით გვიწევდა შესვლა სამუშაო სივრცეში. რადგან თქვენი აზრით მაშინ ჩვენ "ნაცების " მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში ვმუშაობდით. მაინტერესებს ახლა რა ხდება "სირცხვილის კორიდორებთან" დაკავშირებით?
პასუხი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მისამართზე გამომიგზავნეთ."

3
1228
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1228
  
2019, 13 სექტემბერი, 19:27
როგორ გაუზრდელდა დიდი და პატარა(
2019, 13 სექტემბერი, 2:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 7 სექტემბერი, 23:17
ენათ მეჩნიერთა კი არა გადაშენებულ ენათა კვლევით ინსტიტუტში
0 1 3