x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნინო ხოშტარიამ „რუსთავი 2“ დატოვა
image


გადაცემა სხვა შუადღის წამყვანმა, ნინო ხოშტარიამ რუსთავი 2 დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. ეს ტელეწამყვანი რუსთავი 2-ზე მისი შექმნის დღიდან მუშაობს, ამიტომაც მისთვის არხის დატოვება განსაკუთრებით ემოციური იყო.


„25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ“, - წერს ხოშტარია.


გამოჩნდება თუ არა ხოშტარია გვარამიას მიერ შექმნილ ახალ არხზე, ის ამას არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ მისი მეწწყვილეების ნაწილი, მაგალითად გვანცა დარასელია არხზე რჩება და არ არის გამორიცხული, კურიერის დღის გამოშვებები წაიყვანოს,



ნინო ხოშტარია რუსთავი 2-ში 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემების, მათ შორის ჯეობარის, ყველაზე ჭკვიანის, ეკივოკისა და კიდევ რამდენიმე პოპულარული გადაცემის წამყვანი.



0
1465
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0